ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ მან ხელშეკრულების დადების დროს იცოდა. ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გამოითქვას წარმომადგენლის მიმართა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-1047(2კ-24)
…გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება 2015 წელს შეადგენს 53 417 ლარს და 2016 წელს 52 715 ლარს. სულ - 2015-2016 წლებში სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 106132 ლარს. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, ამავე კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, გაუთვალისწინებლად.…
- საქმე №ბს-584-561(გ-08)
…ფანჯრის ღიობის გადაკეთება, კარების გაჭრა მოხდა მოსარჩელეების (........ ქ. ¹6-ში მცხოვრები პირების) თანხმობის გარეშე. მოსარჩელეები თვლიან, რომ კედელი, რომელშიც ფანჯრის ნაცვლად მოწყობილ იქნა კარები, წარმოგადგენს საყრდენ კედელს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, კორპუსში მცხოვრები სხვა მესაკუთრეების თანასაკუთრებაა. ფანჯრის ღიობის გადაკეთებით, შენობის გარეგნული სახის შეცვლით…
- საქმე №ბს-964-925(კ-07)
…ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, აგრეთვე, იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე, მეორე მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იმავე კოდექსის…
- საქმე №ას-999-1250-05
…კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, 109-ე მუხლის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე, 134-ე, 135-ე, 140-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნები. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ…
- საქმე №ბს-951-809-კ-04
…კოდექსით დადგენილი სხვა ფორმით არ გადასცემია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში “სამსახურებრივი ბინიდან გამოსახლების შესახებ” 1995წ. 17 ოქტომბრის კანონი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან საქართველოს სსრკ სკ-ის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო…
- საქმე №3გ-ად-353-კ-03
- საქმე №ბს-5-215-კ-03
- საქმე №3გ/ად-21-კ-02
- საქმე №3კ/687-01
- საქმე №3კ/233-01
- საქმე №080310017002036878
- საქმე №100210018002263809
- საქმე №080310017002036878
- საქმე №330310018002696864
- საქმე №160210018002367607
მეზობელი მუხლები
- მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას
- მუხლი 106. ნების გამოვლენის ნაკლი წარმომადგენლობისას
- მუხლი 107. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
- მუხლი 108. შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას
- მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე
- მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას
- მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
- მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი
- მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი
- მუხლი 118. თვითდახმარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 112, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-112/