1. უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.
2. ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(90)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 90-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 709-ე მუხლზე და განმარტა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს სხვა პირის სახელით ქმედებების განხორციელებას, რომლის დროსაც უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს.
საქმე №ას-1378-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე, და 107-ე მუხლის მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
საქმე №ბს-1037(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
…უზრუნველყოფა. ამავე მუხლის "კ" ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის ბრუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი…
საქმე №ას-656-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107.2 მუხლის პირველ წინადადებას, რომლის თანახმადაც, ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება.
საქმე №ას-734-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
…კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა თუ შეწყვეტისაკენ და წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას. 6.10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 103.1, 107–ე, 104.1, 709-ე მუხლებით. პალატის მითითებით, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება არსებობდეს დავალების საფუძველზე.
საქმე №ას-734-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-594-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ას-1193-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ას-1192-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
საქმე №ბს-495(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
საქმე №ას-1062-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2021
საქმე №ას-71-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
ასევე, სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მიუთითებს რომ: II. ნების გამოვლენა რწმუნებულის ან „მესამე პირთა“ მიმართ (107-ე მუხლის პირველი ნაწილი) გარდა…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 107, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-107/