მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას
სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლი · სკ 104
1. იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.
2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(159)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 159-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
…მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2021 წელი, გვ. 104, 1163-ე მუხლის კომენტარი). თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობს საპატიო მიზეზის გამო და მას არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, ეს არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად გარდაქმნის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოდგეს.
საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 709-ე მუხლზე და განმარტა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს სხვა პირის სახელით ქმედებების განხორციელებას, რომლის დროსაც უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს.
საქმე №ას-809-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
…სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილული ზემოთ ნახსენები №3/2291-18 ადმინისტრაციულ საქმიდან (საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელისა გამო მოპასუხე სს „ს.რ–ის“ მიმართ) მასალების გამოთხოვაზე. სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
საქმე №ბს-233(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქმე №ას-1196-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
…რომ სასამართლო არ შესულიყო შეცდომაში იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნაქირავები იყო გ–ის საკუთრება. თუ რ.მ–ი მოქმედებდა შპს „ე.ე.ქ–ის“ წარმომადგენლის სახით მინდობილობის საფუძველზე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 103-ე და 104-ე მუხლებით. 16.7. შპს „ე.ე.ქ–ს“ არ უქირავებია სხვა ფართი გარდა იმისა, რაც თავად მოსარჩელემ წარმოადგინა, სხვაგვარად მოპასუხეს შეეძლო წარმოედგინა სხვა ტიპის ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ის არ არსებობს.
საქმე №ას-727-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ას-734-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
საქმე №ას-1635-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2024
საქმე №ას-734-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-1181-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
საქმე №ას-443-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
საქმე №ას-594-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
საქმე №ას-1171-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-1193-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ას-1192-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
საქმე №ბს-914(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
საქმე №ას-191-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-1062-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2021
საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
გარდა აღნიშნულისა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და განმარტავს, რომ წარმოდგენილის მიერ შესაბამისი გარემოებების შექმნა გარდა კეთილსინდისიერებისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებისთვის საჭიროა სახეზე კუმულაციურად იყოს წარმოდგენილის მიერ შესაბამისი პირობების შექმნა.
…ნივთი გადამალა, გაანადგურა, ნაწილებად დაშალა თუ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რა შუაშია მომჩივანი, რომელმაც მისი ძალებით შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სხვისი სახელით დადებული გარიგება არ წარმოშობს წარმომადგენლისთვის უფლება-მოვალეობებს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 104, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-104/