1. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.
2. თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა.
3. თუ გარიგება, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, დადებულია მისი თანხმობით, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(61)
საქმე №ას-882-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…მუხლის თანახმად, ამხანაგობის კრების ოქმი არის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა ან შეწყვეტისაკენ მიმართული ნების გამოვლენა, ე.ი. გარიგება. 4.32. დადგენილია, რომ სადავო გარიგებები მოსარჩელის თანხმობის გარეშე დაიდო. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას…
საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
…იმას ნიშნავდეს, რომ მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნა მოსარჩელეს (კრედიტორს) დაეთმოს თავისი დისთვის - ლ.ა–ისთვის. საბუღალტრო ცნობაში მითითებულ შეთანხმებაზე სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს.…
საქმე №ას-1324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
…რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული საოქმო განჩინება საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემაზე უარის შესახებ. 3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 93-ე და 99-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული განჩინება…
საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
…აღრიცხვა. 12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-3, მე-4, მე-7, მე-10 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 99-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან ამხანაგობამ გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის ინფორმირების გარეშე, არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის…
საქმე №ას-391-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…59.2-ე მუხლის თანახმად, “საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ”; 59.3-ე მუხლით კი “შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს”. სსკ-ის 99.1-ე მუხლის თანახმად, “თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი,…
საქმე №ას-1416-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ას-331-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2022
საქმე №ას-163-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
მუხლი 30. დისციპლინური გადაცდომის ცნება— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება— ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ