გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 97. გარიგება გაუქმების პირობით
სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლი · სკ 97
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1252-2024
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 97-ე, 352.1, 405.1 მუხლებიდან გამომდინარეობს; მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 6.1, 6.2, 6.4, 6.5 და 6.8 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- საქმე №ბს-1240(კ-23)
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სსკ-ის 97.1 მუხლთან, რომლის მიხედვით, საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
- საქმე №ას-260-2019
…არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ. ხოლო თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. 23. სსკ-ის 97-ე მუხლის მიხედვით: გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.
- საქმე №ას-1058-2020
სამოქალაქო კანონმდებლობა ამისათვის, სამოქალაქო კოდექსის 97-ე, 250-ე და 251-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევის დადგომას ითვალისწინებს, ხოლო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი სერვიტუტის შეწყვეტისათვის (რასაც წინარე შემთხვევაში…
- საქმე №ბს-219-219(კს-18)
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 97-ე მუხლიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომლითაც პირს უარი ეთქვა პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, თუ იგი არ არის ადვოკატი, არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.
- საქმე №ას-719-672-2017
- საქმე №ას-938-903-2016
- საქმე №ას-947-890-2012
- საქმე №ბს-363-360(კ-11)
- საქმე №ბს-48-48(3კ-09)
- საქმე №ბს-37-36(კ-07)
- საქმე №ბს-666-253(კ-05)
- საქმე №3გ/ად-105-კ-02
- საქმე №ას-205-899-03
- საქმე №120210018002592958
- საქმე №330210118002255706
- საქმე №010210018001916446
- საქმე №340310017002079114
- საქმე №330210118002772787
- საქმე №330210118002255706
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №3/ბ-92-23წ
ზემოაღნიშნულ გარემოებებსა და საქართველოს ზოგადი ადმისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, მე-601 მუხლსა და 97-ე მუხლზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი…
- ბრძანება №3591
ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. თ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის…
- ბრძანება №5092-IIს
…თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. მუხლი 984. წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა 1. ამ მუხლის მიზნებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯი განისაზღვრება ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად. 2. ამ კოდექსის 97-ე მუხლის მიზნებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა
- მუხლი 92. ნებაზე დამოკიდებული პირობა
- მუხლი 93. პოზიტიური პირობა
- მუხლი 94. ნეგატიური პირობა
- მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუშვებლობა
- მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით
- მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას
- მუხლი 99. ცნება
- მუხლი 100. წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა)
- მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)
- მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 97, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-97/