განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
010210018001916446
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001916446

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ - 1082-2018წ.

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი მირანდა ირემაძე

აპელანტი: შპს „ბ-------------–-–------–-------------“

წარმომადგენელი: გ---–---- კ-–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარეები: ა-–- ც-–--–--ე, მ-----ა ც-–--–--ე

წარმომადგენელი: გ--–- მ-------ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა; თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება;

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ წარმომადგენელმა გ---–---- კ-–-–---–მა, მოპასუხე მხარედ მ-----ა ც-–--–--ე და ა-–- ც-–--–--ე მიუთითა და ითხოვა მ-----ა ც-–--–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №--- (ს/კ 0-----------). გამოსახლების შემდეგ კი, ფართის თავისუფალ მდგომარეობაში შპს „ბათუმის სახლმშენებელ კომბინატისათვის“ გადაცემა.

2. მოსარჩელის განმარტებით: ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე უძრავი ქონება შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ საკუთრებაა. ქონების ნაწილს ფლობს მ-----ა ც-–--–--ე. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე ფართს ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს და მესაკუთრეს ხელს უშლის კუთვნილი ქონებით სარგებლობაში.

 

მოპასუხის პოზიცია

 

3. მოპასუხე მ-----ა ც-–--–--ემ სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე უძრავი ქონება შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ საკუთრებადაა რეგისტრირებული, მაგრამ ქონების ნაწილს 1991 წლიდან ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელი სადგომის დათმობის საფუძველზე. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც, ის დაკავებული ქონების მესაკუთრედ უნდა იყოს აღიარებული. მისი საკუთრების უფლება გამორიცხავს შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

4. ა-–- ც-–--–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს „ბ-------------–-–------–-------------“ მიუთითა და ითხოვა მოპასუხის დავალდებულება კომპენსაციის სახით ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და მის მიერ დაკავებული 1--4 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულების საბაზრო ფასის 75 % გადახდის შესახებ, რაც შეადგენს 121 700.25 ლარს. ა-–- ც-–--–--ემ ასევე მიუთითა, რომ თუ მოპასუხე აღნიშნული თანხის გადახდას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში არ განახორციელებს, მაშინ შპს „ბ-------------–-–------–-------------“ დავალდებულდეს ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და მის მიერ დაკავებული 1--4 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულების საბაზრო ფასის 25%-ის, 40566.75 ლარის გადახდის შემდეგ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

 

5. მოსარჩელე ა-–- ც-–--–--ის განმარტებით: 1972 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა------- ც-–--–--ესთან, რომელიც გარდაიცვალა 2012 წლის 21 ივლისს. ა------- ც-–--–--ე 1986 წლიდან მუშაობდა ქ.ბათუმის ს---–--–-- კომბინატში. 1991 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მიმართა ს---–--–--ი კომბინატის დირექტორს და ითხოვა სახელმწიფოს მიერ მათზე საცხოვრებელი ბინის გადაცემა, ასევე კომბინატის სახელოსნოს შენობაში საცხოვრებლად გადასვლა. ა------- ც-–--–--ის განცხადებაზე კომბინატის მიერ დასმული იქნა ბეჭედი, რომლითაც თანხმობა იქნა გაცხადებული, მოთხოვნილი ფართის საცხოვრებლად გამოყენების შესახებ. 1991 წლიდან ა-–- ც-–--–--ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის საკუთრებაში არსებული სახელოსნოს შენობაში, რომელიც მოსარჩელეთა ხარჯებით გადაკეთდა საცხოვრებელ სადგომად. 2011 წელს კი, განმეორებით ჩაუტარეს სახლს კაპიტალური რემონტი. სახელოსნოს შენობასთან ერთად მოსარჩელის ოჯახის მიერ შემოკავებულია 1 104,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლითაც ისინი სარგებლობენ.

 

6. მოსარჩელე ა-–- ც-–--–--ე აღნიშნავს, რომ თავის სარგებლობაში არსებული 99,00 kv.m.კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და მის მიერ დაკავებული 1 104,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 162 267,00 ლარს. სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს "ბ-------------–-–------–-------------ს" სახელზე.

 

7. ქ.ბათუმის ს---–--–--მა კომბინატმა განიცადა რეორგანიზაცია და იგი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს შპს "ბ-------------–-–------–------------".

 

8. ა-–- ც-–--–--ემ აღნიშნა, რომ ის არის "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რომელსაც ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი N--- მდებარე საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობა მოპოვებული აქვს საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. აღნიშნულის გამო, მოპასუხეს უნდა დაევალოს კომპენსაციის სახით სადაო ქონების ღირებულების/საბაზრო ფასის 75% გადახდა. ხოლო, თუ მოპასუხე ხსენებულ კომპენსაციას არ გადაიხდის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, უნდა დაევალოს მოპასუხეს, სადაო ქონების ღირებულების/საბაზრო ფასის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში გადასცეს ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი N----ში მდებარე, ა-–- ც-–--–--ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი და მიწის ნაკვეთი.

 

9. მოსარჩელემ მიუთითა "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

10. იმისათვის, რომ კონკრეტული ურთიერთობა მოექცეს "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირების სფორეში სავალდებულოა დადგინდეს, რომ ურთიერთობა წარმოშობილია 1921 წლის 25 თებევლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა კატეგორიებს, კანონი ითვალისწინებს სამი კატეგორიის მოსარგებლეს, რომლებიც არიან 1) პირი, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2) პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით და 3) პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

11. ა-–- ც-–--–--ე მიეკუთვნება მოსარგებლეთა იმ კატეგორიას, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.

 

12. მოსარჩელის განმარტებით, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის სახელოსნოს შენობა ა-–- ც-–--–--ის ოჯახის მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენება არ მომხდარა თვითნებურად, მესაკუთრის, იმ დროისათის ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის ნებართვის გარეშე, სახელოსნოს შენობის ა-–- ც-–--–--ის ოჯახის მიერ საცხოვრებლად გამოყენებას წინ უსწრებდა ა-–- ც-–--–--ის მეუღლის, ა------- ც-–--–--ის, მიმართვა ს---–--–--ი კომბინატის ხელმძღვანელობისადმი, რომ ქ. ბათუმში საცხოვრებელი ბინის მიმღების რიგიდან თავისი ოჯახი გადაეყვანა ხელვაჩაურში საცხოვრებელი ბინის მიმღების რიგში, ხოლო საცხოვრებელი ბინის გადმოცემამდე ნება დაერთო განმცხადებლის ოჯახისათვის საცხოვრებელ სადგომად სახელოსნოს შენობის გამოყენებისა. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა------- ც-–--–--ის ოჯახი ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის სახელოსნოს შენობაში შევიდა არა თვითნებურად, არამედ ს---–--–--ი კომბინატის თანხმობით, დამატებით ადასტურებს ისიც, რომ 1991 წლიდან დღემდე ამ ოჯახის მიმართ არავის არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

13. მოსარჩელე უთითებს, რომ საქმეზე სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, შეფასება უნდა მიეცეს ა------- ც-–--–--ის მიერ 1990 წლის 04 ნოემბერს და 1991 წლის 05 სექტემბერს ქ. ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის ხელმძღვანელობის მიმართ წარდგენილ განცხადებებს და ამ განცხადებებზე, ერთ შემთხვევაში, დასმულ რეზოლუციას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, დასმულ ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის ბეჭედს. ა------- ც-–--–--ის ოჯახის ს---–--–--ი კომბინატის სახელოსნოში ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები არის სწორედ ეს დოკუმენტები, რადგან, ერთ შემთხვევაში, ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის მიერ გამოითქვა თანხმობა, რომ ა------- ც-–--–--ის ოჯახი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების მიმღების რიგიდან გადასულიყო ხელვაჩაურში საცხოვრებელი ბინების მიმღებთა სიაში და ასეთი თანხმობა გაცხადებული იქნა ა------- ც-–--–--ის 1990 წლის 04 ნოემბრის განცხადებაზე რეზოლუციის წარწერით. ხოლო, მეორე შემთვევაში, ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის მიერ ა------- ც-–--–--ის 1991 წლის 05 სექტემბრის განცხადებაზე დასმული იქნა ბეჭედი, რითიც გამოითქვა თანხმობა, რომ ოჯახს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე საცხოვრებელ სადგომად გამოეყენებინა კომბინატის სახელოსნოს შენობა, ის შენობა, რომლიდანაც დღეს მის გამოსახლებას ითხოვენ.

 

14. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ა------- ც-–--–--ის 1991 წლის 05 სექტემბრის განცხადებაზე დასმული ბეჭედი წარმოადგენდა ქ. ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის მიერ გამოთქმულ თანხმობას, რომ განმცხადებლს ოჯახს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე საცხოვრებელ სადგომად გამოეყენებია კომბინატის სახელოსნოს შენობა და რადგან ხსენებული დაწესებულების ბეჭედი გააჩნდა კომბინატის სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, ამდენად, ა------- ც-–--–--ის განცხადებაზე დასმა ნიშნავდა განცხადებით გათვალისწინებულ საკითხზე თანხმობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანამ ა------- ც-–--–--ის ხსენებულ განცხადებაზე დასმული არ იქნა კომბინატის ბეჭედი, განმცხადებლის ოჯახს არ დაუწყია სახელოსნოს შენობის საცხოვრებელ სადგომად გამოყენება.

 

15. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ ა------- ც-–--–--ის 1991 წლის 05 სექტემბრის განცხადებაზე ქ. ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის მიერ ბეჭდის დასმა და განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე თანხმობის გამოხატვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ნიშნავს ქ.ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის მიერ გამოვლენილ ნებას, რომ განმცხადებლის ოჯახს ხელვაჩაურში საცხოვრებელი ბინის მიღებამდე საცხოვრებელ სადგომად გამოეყენებია კომბინატის სახელოსნოს შენობა.

 

16. დადასტურებულია, რომ ა------- ც-–--–--ის ოჯახი ქ. ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის შენობას საცხოვრებელ სადგომად იყენებს 1991 წლის 05 სექტემბრიდან. ანუ, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობს, დაახლოებით 26 წელია. აღნიშნულის გამო, სადავო ურთიერთობა ექცევა "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის რეგულირების სფეროში. მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ა-–- ც-–--–--ის სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

 

17. შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ წარმომადგენელმა ა-–- ც-–--–--ის სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მისი განმარტებით: შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ 100%-იანი წილი, 2006 წლის ნოემბერში შეიძინა შპს “გ--------“. შეძენისას არც აუქციონის ოქმში, არც ხელშეკრულებაში და არც საწყისი გასაყიდი ფასის შესახებ აუდიტის დასკვნაში არ იყო მითითებული იმის თაობაზე, რომ შპს „ბ-------------–-–------–------------“ გააჩნდა მე-3 პირის მიმართ საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილების ვალდებულება. შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ 100 %-იანი წილი რამდენიმეჯერ გაიყიდა და დღეისათვის მისი მესაკუთრეა შპს „ბუკა“. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის მოსარგებლე, მასზე არ ვრცელდება ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

18. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით: ა-–- ც-–--–--ისა და შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ბ-------------–-–------–------------“ დაეკისრა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში ა-–- ც-–--–--ეს კომპენსაციის სახით ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის ღირებულების საბაზრო ფასის 75 %-ის გადახდა, რაც შეადგენს 34 200 ლარს. შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში ა-–- ც-–--–--ისათვის კომპენსაციის სახით 34 200 ლარის გადახდის შემდეგ, აღკვეთილი იქნას მ-----ა ც-–--–--ისა და ა-–- ც-–--–--ის მიერ, შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულნი იქნან ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომიდან და გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს შპს „ბ-------------–-–------–------------“. სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, სამი წლის განმავლობაში შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ მიერ, ა-–- ც-–--–--ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაკისრებული 34 200 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქ.ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი, მისი საბაზრო ღირებულების 25 %-ის, 11250 ლარის ა-–- ც-–--–--ის მიერ შპს „ბ-------------–-–------–-------------სათვის“ გადახდის შემდეგ აღიარებულ იქნას ა-–- ც-–--–--ის საკუთრებად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

19. 2006 წლის 29 სექტემბრიდან ქ. ბათუმში ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს „ბ-------------–-–------–-------------“. მან ქონება შეიძინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან.

 

20. უდაოდ იქნა დადგენილი, რომ ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. ფართში ცხოვრობენ ერთი ოჯახის წევრები: ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე. მათ, შენობის გარდა შემოკავებული აქვთ 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

21. ა-–- ც-–--–--ე და ა------- ც-–--–--ე იყვნენ ცოლ-ქმარი. ა------- ც-–--–--ე გარდაიცვალა 2012 წლის 23 ივლისს.

 

22. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა------- ც-–--–--ემ 1991 წლის 5 სექტემბრს განცხადებით ნამდვილად ითხოვა ბინის მიღებამდე კომბინატის ტერიტორიაზე არსებული სახელოსნოს შენობით სარგებლობა.

 

23. 1990 წლის 4 ნოემბრის განცხადებისა და 1991 წლის 5 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, ის გარემოება, რომ ა------- ც-–--–--ე 1990-იანი წლებიდან ნამდვილად მუშაობდა ქ. ბათუმის სახლმშენებელ კომბინატში.

 

24. დადგენილი იქნა, რომ ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე ფლობენ 99 კვ.მ. ფართსა და 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

 

25. სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებული პირები ბინის მიღების რიგში იდგენ მაშინ, როცა სახელმწიფო აშენებდა ბინებს და გადასცემდა დასაქმებულ პირებს რიგის მიხედვით. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ დასაქმებულთა ბინით დაკმაყოფილების პროგრამა მუშაობდა სსრკ-ის დროს. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ა-–- ც-–--–--ის ოჯახი ბინის რიგში იდგა, მაგრამ მათ ბინა ვერ მიიღეს.

 

26. ა------- ც-–--–--ემ სახელოსნოს შენობა დაიკავა 1991 წლიდან.

 

27. საქმეში წარმოდგენილი სადავო ქონების ღირებულების შეფასების დამდგენი აუდიტორული დასკვნით, სასამართლომ დაადგინა, რომ ქონების საერთო ღირებულება შეადგენს 162 267 ლარს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

 

28. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა-–- ც-–--–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი სარჩელი დაკმაყოფილება ითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით:

 

29. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

30. სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ურთიერთობების მიმართ მოქმედებს სპეციალური სამართლის თეორია, რაც ნიშნავს რომ დაუშვებელია სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ (მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ანალოგიის გამოყენება, ან ამ სპეციალური კანონით განსაზღვრული მტკიცებულებების (სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა) გარდა სხვა მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება.

 

31.,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით განმარტებულია თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს მოსარგებლედ.

 

32. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე ცნობილ იქნენ მოსარგებლეებად, თითქოს, მათ მიიღეს მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. აპელანტი განმარტავს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა (სუსგ №ას-1523-1443-2017, 28 თებერვალი 2018 წელი). სასამართლო განმარტავს რომ ა-–- ც-–--–--ის და მისი ოჯახის შემთხვევაში კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება არ არის სახეზე, ანუ მათ არ განუხორციელებიათ სადგომში რეგისტრაცია, არ გადაუხდიათ კომუნალური გადასახადები, მესაკუთრისათვის არ გადაუხდიათ საფასური, თუმცა ა-–- ც-–--–--ე და მისი ოჯახის წევრები მაინც იქნენ მიჩნეული მოსარგებლეებად. სასამართლოს ამგვარი კვალიფიკაცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ'' საქართველოს კანონს.

 

33. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ სარგებლობაში სადგომის მიღება მხოლოდ ჩაწერითა და კომუნალურების გადახდის გადახდით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია პირმა სადგომი მიიღოს სხვა გზითაც. მაგრამ რა გზით, სასამართლო ვერ უთითებს ვერც კანონს და ვერც სასამართლოს პრაქტიკას. მსგავსი მიდგომა დაუშვებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ Nას-266-250-2011, 8.07.2011წ; )

 

34. კანონმდებელმა გონივრულად და ამომწურავად განსაზღვრა ის ქმედებები, რაც უნდა განახორციელოს პირმა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების ჩარჩოებში. სწორედ კომუნალური გადასახადების გადახდით, სადგომში რეგისტრაციით ანდა მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით ხდება პირი კეთილსინდისიერი ფაქტობრივი მფლობელი.

 

35. ამასთან, პირის მიერ კანონის ამოქმედების დროისათვის სადგომის მხოლოდ ფაქტობრივი ფლობა არ არის საკმარისი, მოსარგებლედ მიჩნევისათვის. ის კეთილსინდისიერად უნდა ახორციელებდეს ფაქტობრივ ფლობას. გამოყენებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლის არსებობის შემთხვევაში, პირი ჩაითვლება კეთილსინდისიერ ფაქტობრივ მფლობელად და შესაბამისად, მოსარგებლედ, როგორც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებიდან გამომდინარე.

 

36. ა-–- ც-–--–--ეს ან მის მეუღლეს ობიექტურად უნდა განეხორციელებინათ ან საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, ან კომუნალური გადასახადის გადახდა, ან მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდა და ისინი გახდებოდნენ ,,კეთილსინდისიერი ფაქტობრივი მფლობელები''.

 

37. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეილახა შპს ,,ბ-------------–-–------–-------------ს'' საკუთრების უფლება.

 

38. გამომდინარე აღნიშნულიდან, აპელანტმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. ა-–- ც-–--–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს ,,ბ-------------–-–------–-------------ს'' სარჩელის დაკმაყოფილება, როგორც თანხის დაკისრების, ასევე ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

39. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სარჩელი ა-–- ც-–--–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე - არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ა-–- ც-–--–--ის სარჩელი.

 

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:

 

40. უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ფრ. ხ--–--–ის გამზირი N----ში მდებარე 98 კვ.მ. შენობა ნაგებობა და 1--0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - არის ბ-------------–-–------–-------------ს საკუთრება (ს.ფ. 14).

 

41. დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე 99 კვ.მ. ფართში ცხოვრობენ ერთი ოჯახის წევრები: ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე. შენობის გარდა, მათ შემოკავებული აქვთ 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მტკიცებულება - მხარეთა განმარტებები).

 

42 დადგენილია, რომ ა-–- ც-–--–--ე და ა------- ც-–--–--ე იყვნენ ცოლ-ქმარი. აწ გარდაცვლილმა ა------- ც-–--–--ემ, რომელიც მუშაობდა ბათუმის ს---–--–-- კომბინატში, 1991 წლის 5 სექტემბრს განცხადებით მიმართა ამავე კომბინატის დირექტორს და ითხოვა ბინის მიღებამდე, კომბინატის ტერიტორიაზე არსებული სახელოსნოს შენობით სარგებლობა, აღნიშნული სახელოსნოს შენობა ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის ბალანსზე ირიცხებოდა. სახელდობრ: საქმეში (ტ.2 - ს.ფ. 24) წარმოდგენილია ა------- ც-–--–--ის განმარტება, რომლითაც მან 1991 წ. 05 სექტემბერს მიმართა ბათუმის სახლმშენებელ კომბინატის დირექტორს ა------------ეს: „ს---–--–-- კომბინატში ვმუშაობ 1986 წლიდან, ვარ ცოლშვილიანი, ვიმყოფები ბინის მიღების რიგში. გარკვეული დროის განმავლობაში ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში, ვარ ავადმყოფი, ვსარგებლობ შეღავათებით ბინის რიგგარეშე მისაღებად. მატერიალური მდგომარეობის გამო, იძულებული ვარ შეგაწუხოთ, ნება დამრთოთ საცხოვრებლად შევიდე კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ სახელოსნო შენობაში ბინის მიღებამდე“.

 

43.დადგენილია, რომ აღნიშნულ განცხადებაზე დასმულია კომბინატის ბეჭედი. სადავო არც ის გარემოება არ არის, რომ ამავე პერიოდიდან მოყოლებული ა------- ც-–--–--ის ოჯახს სახლმშენებელმა კომბინატმა გამოუყო სადავო ფართი, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდა ა------- ც-–--–--ის ოჯახი.

 

44. პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების ადრესატი, ბათუმის ს---–--–--ი კომბინატის დირექტორი, განცხადებაზე გაკეთებული რეზოლუციით, ასევე კონკლუდენტური მოქმედებით დაეთანხმა საკითხის დადებითად გადაწყვეტას, რის შემდგომაც ა------- ც-–--–--ემ სახელოსნოს შენობა დაიკავა 1991 წლიდან და მითითებულ ფართს ეს უკანასკნელი ფლობდა ოჯახთან ერთად გარდაცვალებამდე. ა------- ც-–--–--ის გარდაცვალების შემდგომ კი, სადავო ფართს ფლობენ გარდაცვლილის მეუღლე და შვილი - ა-–- და მ-----ა ც-–--–--ეები.

 

45. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ 2006 წლის 29 სექტემბრიდან ქ.ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი №----ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს „ბ-------------–-–------–-------------“. მან ქონება შეიძინა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან.

 

46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის გონივრული განმარტებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ა------- ც-–--–--ესა და ბათუმის ს---–--–-- კომბინატს შორის, 1991 წელს შედგა პირობითი გარიგება (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი) ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლი (თხოვება), რომელიც უნდა გაგრძელდეს ა------- ც-–--–--ის მიერ ბინის მიღებამდე.

 

47. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ კანონით დადგენილი წესით, არსებული შეთანხმების (თხოვების ხელშეკრულების) შეწყვეტა გამნათხოვრებელ მხარეს არ მოუთხოვია, არამედ მან მოითხოვა ც-–--–--ეების გამოსახლება თავისი საკუთრებიდან.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

48. უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

49. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

 

50. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

 

51. ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.

 

52. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 335-ე მუხლის თანახმად, ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის ხელშეკრულებით ერთი მხარე კისრულობს გადასცეს მეორე მხარეს ქონება დროებითი უსასყიდლო სარგებლობისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი კისრულობს სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს აღნიშნული ქონება.

 

53. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: გარიგება ითვლება გაუქმებითი პირობით დადებულად, თუ მხარეებმა გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების მოსპობა დაუკავშირეს გარემოებას, რომლის შესახებაც არ არის ცნობილი დადგება იგი თუ არა.

 

54. დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად: თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.

 

55. ამავე კოდექსის 621-ე მუხლის თანახმად: მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს; თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება;

 

56. სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად: გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას;

 

57. კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

58. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ა------- ც-–--–--ესა და ბათუმის ს---–--–-- კომბინატს შორის, 1991 წელს შედგა გარიგება გაუქმებითი პირობით (სსრ სამოქალაქო კოდექსის 60მ), ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ა------- ც-–--–--ის მიერ ბინის მიღებამდე. პირობა, რომელიც გამოიწვევდა თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტას, იყო (და არის) ა------- ც-–--–--ის მიერ ბინის მიღება.

 

59. რაკიღა, ვინდიკაციური სარჩელის ავტორი არ შედავებია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პირობა დადგა, და ა.ც-–--–--ემ ბინა მიიღო, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე არიან ამ ბინის მართლზომიერი მფლობელები (ს.კ. 162 მუხლი).

 

60. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგან სახეზე გვყავს მართლზომიერი მფლობელები. კერძოდ, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეებს სადავო უძრავ ფართზე მფლობელობა მოპოვებული აქვთ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის მიღებამდე (რა პირობაც არ დამდგარა). ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეები ა-–- ც-–--–--ე და მ-----ა ც-–--–--ე წარმოადგენენ სსკ-ის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს – მართლზომიერ მფლობელებს, რაც გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

61. ამდენად, მართალია, აპელანტს სადავო უძრავ ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, მაგრამ ეს უფლება შეზღუდულია მოპასუხეთა მხრიდან ნივთის მართლზომიერი ფლობით მხარეთა შორის არსებული თხოვების ხელშეკრულებით. პალატა მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობის არამართლზომიერება. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლის ყველა წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელე არ ითხოვს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას მოპასუხესთან, არამედ ყოველგვარი წინაპირობისა და სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, მოშლის გარეშე ითხოვს მათ გამოსახლებას.

 

62. პალატა არ გამორიცხავს, რომ თუ სარჩელი აღიძვრებოდა თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება მას სამართლებრივი პერსპექტივა ჰქონოდა.

 

63. რაც შეეხება ა-–- ც-–--–--ის შეგებებულ სარჩელს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ'' საქართველოს კანონი აწესრიგებს იმ ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშვა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრებსა და მოსარგებლეს შორის, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე და რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

64. უდავოა, რომ თხოვების სამართლებრივ ინსტიტუტს იცნობდა და აღიარებდა როგორც 1964 წლის სსსრ სამოქალაქო კოდექსი, ისე 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი. ამდენად, სახეზეა ის სამართლებრივი ურთიერთობა, (თხოვება), რომელსაც არეგულირებდა და არეგულირებს სამოქალაქო კანონმდებლობა, რის გამოც განსახილველი ურთიერთობა რაიმე სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას არ საჭიროებს.

 

65. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოხმობა და გამოყენება, პალატის მოსაზრებით, სრულიად უადგილო და არარელევანტურია.

 

საპროცესო ხარჯები:

66. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ბ-------------–-–------–-------------ს“ სარჩელი ა-–- ც-–--–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ა-–- ც-–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-12-15 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/

 

/ირმა პერანიძე/