1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი აღნიშნული ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე; პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, როცა ვადის გასვლამდე აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.
2. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, პირობა შესრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ მოვლენა არ დადგებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(26)
საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408-ე მუხლის პირველი…
საქმე №ას-529-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2020
…თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ სხვა ქმედუნარიანი პირები - მხოლოდ პირველი…
საქმე №ას-273-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
…წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა, რომ არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ამ განცხადებას ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა სასამართლო პროცესი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 94-ე, 96-ე და 97-ე მუხლები და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. 32. კასატორმა სასამართლო პროცესზე იშუამდგომლა, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, გამოტანილიყო…
…როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. თავად პირობა წარმოადგენს ნეგატიურს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კანომისმიერი წინაპირობის დაუდგომლობა _ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არშეწყვეტაა დათქმული, რაც…
…უფლებამოსილების გადანდობა ხარვეზიანად ჩათვალა. 16. კერძო საჩივრის ავტორებმა თავისი მოთხოვნა დააფუძნეს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, მე-3 მუხლის მეორე ნაწილს, მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, 49-ე მუხლს, 93-ე მუხლის პირველ ნაწილს, 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებს, 96-ე მუხლის პირველ ნაწილს, 97-ე მუხლის პირველ ნაწილს, 205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილს, 207-ე მუხლის პირველ ნაწილს,…