მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას
1. თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება.
2. თუ პირობის დადგომას არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა დამდგარად არ ჩაითვლება.
თავი მეექვსე
თანხმობა გარიგებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(92)
საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…მინიჭებული აქვს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების უფლება, შეუძლია სახელმწიფო ხაზინაში წარადგინოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც მხარეს სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდა და მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (სსსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები). 9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ სახელმწიფო ხაზინამ უარი უთხრა წარმომადგენელს სახელმწიფო ბაჟის…
საქმე №ბს-234(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
…საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან გ.მ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობა)…
საქმე №ას-1373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
…გარიგებებს უწოდებს (იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011.). 57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული 24.12.2019წ. ხელშეკრულება კონკრეტულ პირობებს და ვადებს მოიცავს, სსკ-ის 98-ე მუხლი, რომელიც სისტემურად პირობითი გარიგებების თავს განეკუთვნება, აწესრიგებს კეთილსინდისიერების მნიშვნელობას პირობების დადგომისას. სააპელაციო სასამართლოს…
საქმე №ას-1065-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. 10. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პრიველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს…
საქმე №ას-260-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2024
…18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი). სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული…
საქმე №ას-608-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2024
საქმე №ას-1003-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
საქმე №ას-764-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023