დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 21.09.2026
საქმის ნომერი
ას-573-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ას-573-2026

21 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – გ.კ–ძე, მ.კ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ (მოსარჩელე)

მოსარჩელეები - შპს ,,რ.“; შპს ,,ბ.ს–ი“; გ.ნ–ძე (კაფე-ბარი ,,მ–ი“); შპს ,,გ.კ–ე“ (კაფე-ბარი ,,შ.ს–ი“); შპს ,,დ.ი–“ (კაფე-ბარების ქსელი ,,დ–ო“); შპს ,,ე.მ.გ–ი“ (სასტუმრო ,,ბ.გ–ი“); შპს ,,პ.ვ–ზე“ (კაფე-ბარი ,,პ.ვ–ზე“); შპს ,,ს–ო“ (რესტორანი ,,ა.“); შპს ,,ტ–ი“ (რესტორანი ,,ბ–ო“); შპს ,,ქ.გ.“ (რესტორანი ,,ბ.“); შპს ,,შ–ი“ (რესტორანი ,,შ–ი“); ი.გ–ძე; დ.ე–ძე; ე.ლ–ი; რ.მ–ძე; ჯ.ს–ი

დავის საგანი - საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის’’ წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო. მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა: სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის მისი ანგარიშის (,,Account”) გამოყენებით, ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: ,,ვაცხადებთ, რომ ჩვენს მიერ, 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და სინამდვილეს არ შეესაბამება. შპს ,,რ–ი“ და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ (ყოფილი ა(ა)იპ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია - საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (გერა) არ არიან რუსული ორგანიზაციები და არ აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, არ ახორციელებენ რუსეთის მხარდაჭერას, არასდროს გადაურიცხავთ თანხა რუსეთის ფედერაციაში/ორგანიზაციებში, არ ახორციელებენ კოლაბორაციონიზმს და არ არიან მოღალატეები“; ჩვენს მიერ, 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება და სინამდვილეს არ შეესაბამება, კერძოდ, რუსეთის ორგანიზაციას ფულს არ უხდიან და რუსეთის ორგანიზაციიდან ფულს არ იღებენ ,,გერასა“ და ,,რ–ის“ შემდეგი მოსარგებლეები და უფლებამფლობელები: შპს ,,ბ.ს–ი“ (რესტორანი ,,ლ–ი“); გ.ნ–ძე (კაფე-ბარი ,,მ–ი“); შპს ,,გ.კ–ე“ (კაფე-ბარი ,,შ.ს–ი“); შპს ,,დ.ი.“ (კაფე-ბარების ქსელი ,,დ–ო“); შპს ,,ე.მ.გ–ი“ (სასტუმრო ,,ბ.გ–ი“); შპს ,,პ.ვ–ზე“ (კაფე-ბარი ,,პ.ვ–ზე“); შპს ,,ს–ო“ (რესტორანი ,,ა.“); - შპს ,,ტ–ი“ (რესტორანი ,,ბ–ო“); შპს ,,ქ.გ.“ (რესტორანი ,,ბ.“); შპს ,,შ–ი“ (რესტორანი ,,შ–ი“); ი.გ–ძე; დ.ე–ძე; ე.ლ–ი; რ.მ–ძე; ჯ.ს–ი. მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში უარყოფის პოსტზე საჯარო (,,Public”) ფუნქციის შენარჩუნება, ისე, რომ არ მოხდეს ამ პოსტის ,,მხოლოდ მე“-ზე (,,Only me”) და არც მეგობრებზე (,,Frineds/,,Friends Except…”) ან/და სხვა ფუნქციაზე გადაყვანა ან/და დაარქივება (,,Move to Archive”). სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფის განცხადებას უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული გაზიარების (,,Share”), კომენტირებისა (,,Comment”) და რეაქციის (,,like”) ფუნქცია; ასევე, უნდა მოხდეს სარეკლამო დაფინანსების უზრუნველყოფა ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის განცხადებებზე იმავე ოდენობის თანხით, რომელ ცილისმწამებლურ პოსტებზეც მოხდა სარეკლამო დაფინანსების გამოყენება; მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის გამოყენებით 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის წაშლა; მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის გამოყენებით 2022 წლის 26 თებერვალს, 2022 წლის 4 მარტს, 2022 წლის 6 მარტს, 2022 წლის 9 მარტს (ორი განცხადება), 2022 წლის 10 მარტს, 2022 წლის 11 მარტს, 2022 წლის 15 მარტს, 2022 წლის 16 მარტს გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის პოსტი არ წაშალოს ან/და არ დაარქივოს (,,Move to Archive”) გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში; ასევე, არ წაშალოს ,,Facebook“-ის მეგობრების 40%-ზე მეტი და არ გააუქმოს ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის’’ სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის ანგარიში (,,Account”); მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა, TV PIRVELI-ის ,,საქმიანი დილის” პირდაპირ ეთერში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1.-2.1.2. პუნქტში მითითებული განცხადებებისა და იმავე ან მსგავსი რეპუტაციის/რეიტინგის მქონე ტელეკომპანიის მეშვეობით ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება; მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას’’ დაევალა სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით TV PIRVELI-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.6. პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის განთავსება საჯაროდ (,,Public”) და გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში ,,Public” ფუნქციის შენარჩუნება, ისე, რომ არ მოხდეს მოხდეს ამ პოსტის ,,მხოლოდ მე“-ზე (,,Only me”) და არც მეგობრებზე (,,Frineds/,,Friends Except…”) ან/და სხვა ფუნქციაზე გადაყვანა ან/და დაარქივება (,,Move to Archive”). სოციალური ქსელის ,,Facebook“-ის საშუალებით გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფის განცხადებას უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული გაზიარების (,,Share”), კომენტირებისა (,,Comment”) და რეაქციის (,,like”) ფუნქცია; ასევე, უნდა მოხდეს სარეკლამო დაფინანსების უზრუნველყოფა ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის განცხადებებზე იმავე ოდენობის თანხით, რომელ ცილისმწამებლურ პოსტებზეც მოხდა სარეკლამო დაფინანსების გამოყენება. ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ სარჩელი გ.კ–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ.კ–ძეს დაევალა, სოციალური ქსელში ,,Facebook“, მის გვერდზე (,,Account”) ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: ,,2022 წლის 5 მარტს, ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ: ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) არის საავტორო უფლებების სფეროში რუსეთის მიერ შექმნილი ორგანიზაცია; ,,Gera“-მ დახმარება შესთავაზა რუსეთს, რომელიც სანქციების გამო ვერ ახერხებს ფულად ტრანზაქციებს, რომ გამოაყანებინებს საკუთარ ანგარიშს გადარიცხვებისათვის და რუსეთი არ დაკარგავს ფულს, - არ შეესაბამება სინამდვილეს“; ,,2022 წლის 7 მარტს, ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) საკუთარი საბანკო ანგარიშის გამოყენებით ეხმარება სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთს შეასრულოს გადარიცხვები და მიიღოს ფული, არ შეესაბამება სინამდვილეს“. ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ სარჩელი მ.კ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ.კ–ს დაევალა, სოციალური ქსელში ,,Facebook“, მის გვერდზე (,,Account”) ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით - ,,2022 წლის 27 თებერვალს ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ,,Gera“ (ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“) არის რუსეთის მიერ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაცია, - არ შეესაბამება სინამდვილეს“. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ.კ–ძის და მ.კ–ის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინებით, გ.კ–ძისა და მ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ–ძემ და მ.კ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

2026 წლის 16 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა - ლ.მ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სრულად.

ასევე საქმეშია თბილისის სააპელაციო სასამართლოში 21.04.2026 წარდგენილი მოსარჩელეთა წარმომადგენლის ლ.მ–ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

პალატამ შეამოწმა მოსარჩელეთა წარმომადგენლის ლ.მ–ის რწმუნებულება/მინდობილობა და განმარტავს, ლ.მ–ს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილებას ფარგლებს ადგენს სსსკ-ის 98-ე მუხლი, რომლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამდენად, მინდობილობა წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს მას მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა ზემოაღნიშნული ნორმაში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. რაც იმას ნიშნავს, რომ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელს შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც არ არის მითითებული სსკ-ის 98-ე მუხლში და რომელთა შესრულება შეუძლია თვითონ მარწმუნებელს(იხ. სუსგ საქმეზე Nას-1645-2018; 31.01.2019).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩეთა წარმომადგენელს ლ.მ–ს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ნაწილში, ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).

სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი.გ–ძემ, დ.ე–ძემ, ე.ლ–მა, რ.მ–ძემ, ჯ.ს–მა და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციამ“ (უარი განაცხადეს სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ვინაიდან, მოსარჩელეები (ი.გ–ძე, დ.ე–ძე, ე.ლ–ი, რ.მ–ძე, ჯ.ს–ი და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ უარს აცხადებენ სასარჩელო მოთხოვნაზე, შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის, ჯ.ს–ის და ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოსარჩელეთა წარმომადგენლის - ლ.მ–ის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე Nას-573-2026 მოსარჩელეების- ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“, შპს ,,რ–ის“; შპს ,,ბ.ს–ის“; გ.ნ–ძის (კაფე-ბარი ,,მ–ი“); შპს ,,გ.კ–ეს“ (კაფე-ბარი ,,შ.ს–ი“); შპს ,,დ.ი–ის“ (კაფე-ბარების ქსელი ,,დ–ო“); შპს ,,ე.მ.გ–ის“ (სასტუმრო ,,ბ.გ–ი“); შპს ,,პ.ვ–ზეს“ (კაფე-ბარი ,,პ.ვ–ზე“); შპს ,,ს–ოს“ (რესტორანი ,,ა.“); შპს ,,ტ–ის“ (რესტორანი ,,ბ–ო“); შპს ,,ქ.გ–ის“ (რესტორანი ,,ბ.“); შპს ,,შ–ის“ (რესტორანი ,,შ–ი“); ი.გ–ძის; დ.ე–ძის; ე.ლ–ის; რ.მ–ძის და ჯ.ს–ის სარჩელის გამო, ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის’’, გ.კ–ძის და მ.კ–ის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე, შემდეგი მოსარჩელების - ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის და ჯ.ს–ის ნაწილში;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგი მოსარჩელების - ა(ა)იპ ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ი.გ–ძის, დ.ე–ძის, ე.ლ–ის, რ.მ–ძის და ჯ.ს–ის ნაწილში.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი