გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002696864
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6778-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - რ----–-- დ------ე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მ----- ჩ-------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის N0----------01 გადაწყვეტილება (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე); (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები იხ. 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

1.3. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რ----–-- დ------ის სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილებები არის დასაბუთებული, მათი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით N1-------- რ----–-- დ------ე საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლა (ზეინალ გასანოვის ეპიზოდი).

 

რ----–-- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" პუნქტებით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში (დ----- გ-–---ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

რ----–-- დ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 30 აგვისტოდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი 2014 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის N1-------- განაჩენი (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 41-58);

 

3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის N1-------- განაჩენით რ----–-- დ------ე საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნატით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლა (ზეინალ გასანოვის ეპიზოდი).

 

რ----–-- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დ----- გ-–---ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

რ----–-- დ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 30 აგვისტოდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი 2014 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის N1-------- განაჩენი (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 65-71);

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის N1---------- განჩინებით რ----–-- დ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის N7------ განჩინებით მსჯავრდებულ რ----–-- დ------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ რ----–-- დ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის N1---------- განჩინება (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 70-71);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის N7------ განჩინება (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 75-76);

 

3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 25 დეკემბრის N6--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 27 თებერვლის N1--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 14 მარტის N2--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით გამოეცხადა "მადლობა";

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის N3--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს N7--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 25 დეკემბრის N6--- ბრძანება(რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 262);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 27 თებერვლის N1--- (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 273);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 14 მარტის N2--- (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 278);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის N3--- (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი II, ნაწილი I, ს.ფ 13);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს N7--- (რ----–-- დ------ის პირადი საქმე, ტომი II, ნაწილი I, ს.ფ 27);

 

3.1.5. 2018 წლის 09 ოქტომბრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ რ----–-- ო-----ს ძე დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭოს №0--------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის განხილვისას საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები, მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული წახალისებულია, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და წარსულში ნასამართლეობა. საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლებ ნეგატიურ მოსაზრებეი ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექტის კრიტერიუმები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2017 წლის 07 ნოემბრის №0----------01 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა მსჯავრებულ რ----–-- ო-----ს ძე დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილებაში, კერძოდ: გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დაზუსტდა ინფორმაცია დანაშაულის ხასიათის შესახებ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

"2014 წლის 29 აგვისტოს, ქ. თბილისში, გოგოლის ქუჩაზე რ----–-- დ------ე და ლ---- ზ--------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ დ----- გ-–---ს კუთვნილს მობილურ ტელეფონს და საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რ----–-- დ------ის და ლ---- ზ--------ას დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი".

 

შეტანილი ცბლილების გათვალისწინებით ძალაში დარჩა მსჯავრდებულ რ----–-- ო-----ს ძე დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 52-57);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის №0----------01 გადაწყვეტილება (ს.ფ. 52-57);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----–-- დ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსი“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის N0----------01 გადაწყვეტილება (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პატიმრობის კოდექსისა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

 

მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

საბჭოს ტიპური დებულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და დაკომპლექტების წესს. კერძოდ, საბჭო შედგება 5 წევრისაგან. ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი; ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

 

ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა საქართველოს პარლამენტის ერთმა წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

 

საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 29 აგვისტოს, ქ. თბილისში, გოგოლის ქუჩაზე რ----–-- დ------ე და ლ---- ზ--------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ დ----- გ-–---ს კუთვნილს მობილურ ტელეფონს და საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რ----–-- დ------ის და ლ---- ზ--------ას დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, რ----–-- დ------ის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ არის, ხოლო წახალისებული იქნა რამდენჯერმე კერძოდ: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 25 დეკემბრის N6--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 27 თებერვლის N1--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 14 მარტის N2--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით გამოეცხადა "მადლობა"; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 24 აპრილის N3--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს N7--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" რ----–-- დ------ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის უფლება.

 

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მსჯავრდებული რ----–-- ო-----ს ძე დ------ე არის წარსულში ნასამართლევი. მსჯავრდებულთა რეესტრის თანახმად 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19.109-ე მუხლით, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შეუმცირდა 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 7 თვის და 15 დღის ვადით 12.07.2013 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

 

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, რ----–-- დ------ე არის განქორწინებული, ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, ცხოვრობს ძმასთან ერთად, ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.

 

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრებულ რ----–-- დ------ის განმარტებით მონაწილეობა მიღებული აქვს სპორტულ აქტივობებში (კერძოდ დომინოს თამაში), ასევე გავლილი აქვს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. იგი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულთან - ჩადენილ შემთხვევას უკავშირებს პირად დაინტერესებას, განიცდის საპატიმროში გატარებულ პერიოდს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტების მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესის ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე და მსჯავრდებულის გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმეზე, კერძოდ ის, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული კერძოდ კი ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მოსარჩელის მიერ წარსულში ნასამართლეობის საკითხთან მიმართებითაც კერძოდ: მსჯავრდებულთა რეესტრის თანახმად 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19.109-ე მუხლით, 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შეუმცირდა 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 7 თვის და 15 დღის ვადით 12.07.2013 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 09.09.2009 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, თუმცა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შეღავათის მიუხედავად, რ----–-- დ------ემ ისევ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ფასდება, რამდენად მიღწეულია სასჯელის მიზანი. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაუჩნდეს მაღალი ნდობა მოსარჩელის მიმართ, რომ მიღწეულია პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანი და გათავისუფლების შემთხვევაში, თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაული ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო სრულად ეთანხმება, რ----–-- დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭოს 2017 წლის 07 ნოემბრის №0----------01 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა მსჯავრებულ რ----–-- ო-----ს ძე დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილებაში, კერძოდ: გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დაზუსტდა ინფორმაცია დანაშაულის ხასიათის შესახებ. შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით ძალაში დარჩა მსჯავრდებულ რ----–-- ო-----ს ძე დ------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოასწორა მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- დ------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----–-- დ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე