მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი
1. იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი აუცილებლობა).
2. იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი, მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(28)
საქმე №ბს-1051(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
…მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 22.09.2017წ. განაჩენით კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19-108-ე მუხლით გათვალისწინებული (ზ. ნ-ეის ეპიზოდი) დანაშაულის და სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რ. ე-იის ეპიზოდი), დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა…
საქმე №ბს-103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…ხორციელდება განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასება. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზების მიხედვით, დ. ც-ე გასამართლებულია სსკ-ის 122-ე მუხლით. თავდაპირველად მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც შემდეგში გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე. ორივე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ძალადობრივი ხასიათის…
საქმე №ბს-296(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2024
…მიყენების საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 19 ივნისს მ. ქ-ე დაკავებულ იქნა და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021…
საქმე №ას-192-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2023
…შემთხვევაში, ქონებრივი ინტერესის) ხელყოფას მისი ნების გარეშე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებს აუცილებელი მოგერიების ( სსკ-ის 116-ე მუხლი), უკიდურესი აუცილებლობის ( სსკ-ის 117-ე მუხლი), ან თვითდახმარების ( სსკ-ის 118-ე მუხლი) ფარგლებში. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან, რომელიც აღიარებულია…
საქმე №ბს-1497(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
…დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. ბ-ი მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის №1/1270-15 განაჩენით, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. მსჯავრდებულ გ. ბ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების…
საქმე №ას-601-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ბს-570(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2022
საქმე №ბს-704(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019
მუხლი 31. უკიდურესი აუცილებლობა— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ