განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2019
საქმის ნომერი
030310018002437275
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030310018002437275

საქმე N3/ბ-441-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტები _ 1.ს----------–--- გენერალური პროკურატურა (ს----------–--- მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე);

 

2.კ------- ა---–---

 

მესამე პირი _ ს----------–--- ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი _ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზრაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის ს----------–--- მთავარი პროკურატურის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და კ------- ა---–---ს სარჩელის სრულად უარყოფა.

 

1.2. აპელანტ კ------- ა---–---ს მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 08 მაისს კ------- ა---–---მ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს----------–--- მთავარი პროკურატურის (უფლებამონაცვლე ს----------–--- გენერალური პროკურატურა) და მესამე პირის ს----------–--- ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა ს----------–--- მთავარ პროკურატურისათვის კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 39 335 ლარის და მორალური ზიანის 150 000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 22 სექტემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ს----------–--- სახელით გამოტანილ იქნა განაჩენი კ------- ა---–---სა და სხვათა მიმართ. კ------- ა---–--- სასამართლომ ცნო დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის უფლების ჩამორთმევა 01 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კ------- ა---–---ს მიმართ ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენი. ზემოაღნიშნული განაჩენი კ------- ა---–---ს მიერ გასაჩივრებულ იქნა ს----------–--- უზენაეს სასამართლოში, რომლის 2007 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

ამის შემდეგ, კ------- ა---–---ს მიმართ განახლდა სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც მისი მსჯავრდება მოჰყვა. 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, კ------- ა---–--- ხელმეორედ ცნობილ იქნა დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 08 თვე და საბოლოოდ სრულიად უდანაშაულოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 08 წლისა და 08 თვის ვადით. 2017 წლის 18 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ------- ა---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, კ------- ა---–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ის ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და ს----------–--- სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ს----------–--- უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ------- ა---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის საკასაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი.

 

კ------- ა---–---მ უკანონო პატიმრობაში გაატარა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, რაც ძალზე ცუდად აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მისი და მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე, რადგან ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ოჯახი იძულებული გახდა გაეყიდათ ერთადერთი სახლი, რომელსაც ისინი ფლობდნენ, აეღოთ ვალები, რათა ერჩინათ საკუთარი თავი და ის ციხეში. ოჯახი ყველაფერს აკეთებდა მისი უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად, ამისთვის მათ გასწიეს დიდი ხარჯი, რათა ყოლოდა კვალიფიციური ადვოკატები. ამ ყველაფერმა ისინი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და კ------- ა---–---მ უკანონო პატიმრობაში გაატარა ოთხი წელი და ექვსი თვე. უკანონო მსჯავრდებით შეილახა მისი პატივი და ღირსება. პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც პიროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს და იძლევა ინდივიდის სოციალურ დახასიათებას, წარმოადგენს სოციალურ შეფასებას. ის იყო ქ.ფოთის შსს სამმართველოს თანამშრომელი, ქ.ფოთში საკმაოდ ცნობილი პიროვნება. მისმა დაპატიმრებამ კი საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. საზოგადოებამ მასზე შეიცვალა აზრი და ისე უყურებდნენ, როგორც დამნაშავეს. მაშინ როდესაც ის თავად იბრძოდა სამართლიანობისთვის, თვითონ აღმოჩნდა უსამართლო მდგომარეობაში და უკანონოდ გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 04(ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მოწყვეტილი იყო ოჯახსა და გარე სამყაროს, რაც იწვევდა მის სულიერ ტანჯვას.

 

მოპასუხე ს----------–--- მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ პროკურატურამ კანონის შესაბამისად განახორციელა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელისთვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.

 

მესამე პირი ს----------–--- ფინანსთა სამინისტრო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით კ------- ა---–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა ს----------–--- მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანი 600 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10 000 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრვი გარემოებები:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის შესაბამისად, კ------- ა---–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ------- ა---–--- ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N77აგ-17 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------------------------- განაჩენით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კ------- ა---–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის N1/184-08 განაჩენის თანახმად, კ------- ა---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ 2001 წლის ივლისში მოქმედი საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით 03 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლით, მასვე დაემატა ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 08 (რვა) თვე და საბოლოოდ კ------- ა---–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლითა და 08 (რვა) თვით.

 

ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის N61აპ-09 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს დამცველის, ადვოკატ ა.ქ-----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2011 წლის 03 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ.ფოთში, ბ-------–---–-ს ქ.N25-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის თ----- კ--–--.

 

2011 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფოთში, ბ-------–---–-ს ქ.N25-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის დ-------- ბ------.

 

ი.მ. ,,ა---------– ქ-----–--ის“ სს ,,ს----------–--- ბ----ს“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ 2008 წლის 29 თებერვალს გ------ ჯ---------მ შეიტანა 200 ლარი, თანხის დანიშნულება იყო - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურება, ასევე, 2008 წლის 02 ივლისს თ-----ა ა---–---მ შეიტანა 400 ლარი, დანიშნულება - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურების საფასური.

 

ადვოკატ მარლენ კაზანჯის ხელწერილის თანახმად, ის განმარტავს, რომ 2004 წელს სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო მომსახურებისათვის კ------- ა---–---მ გადაუხადა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

ადვოკატ ზურაბ ხაინდრავას ხელწერილის თანახმად, ის განმარტავს, რომ 2006 წლის 01 ოქტომბერს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კ------- ა---–---ს დისგან თ----- ა---–---საგან სისხლის სამართლის საქმეზე გასაწევი საადვოკატო მომსახურებისათვის მიიღო ჰონორარის სახით 1000 ლარი.

 

2017 წლის 03 თებერვლის ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფრიდონ სიხუაშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 3000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

2017 წლის 13 აგვისტოს ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფრიდონ სიხუაშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ს----------–--- უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 2000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

2018 წლის 07 აპრილის ხელშკრულების თანახმად, კ------- ა---–---ს და ფრიდონ სიხუაშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ფოთის საქალაქო სასამართლოში. მომსახურების საფასური განისაზღვრა 3000 ლარით, შემდგომი გადახდით.

 

2011 წლის 05 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, თ----- კ--–--მ გაყიდა 10 000 ლარად ქ.ფოთში, ბ-------–---–-ს ქ.N25/8-ში მდებარე უძრავი ქონება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა ს----------–--- კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლოს აზრით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება ს----------–--- კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, ს----------–--- პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამრთლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ზემოაღნიშნული მსეჯლობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა სასამართლომ არ გაიზარა მოსარჩელის მოსაზრება ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისმობს ფიზიკურ და ზეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: ა) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; ბ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; დ) არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; ე) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისდ, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

ს----------–--- კანონმდებლობა ითვალისწინებს უკანონოდ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირის უფლებას კომპენსაციის მიღებაზე.

უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებული პირის სამართლებრივი დაცვის საშუალება, მეტწილად, ფულად კომპენსაციას გულისხმობს.

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი“.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ,,რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს“.

 

რეაბილიტაცია გულისხმობს, ბრალდებულის უფლებების აღდგენას თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.

 

სასამართლოს აზრით, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში ს----------–--- პროკურატურას) რომლის ქმედებითაც მოქალაქეს მიადგა ზიანი.

 

ზემოხსენებული კონსტიტუციური ნორმები არ შეიცავენ მითითებას ბრალზე, როგორც ზიანის ანაზღაურების პირობაზე. ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო პირთა ბრალის მიუხედავად (სკ-ის 1005.3). ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება, მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ, ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა. თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.)

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის არსებობა, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება ს----------–--- კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე.

 

პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - კ------- ა---–---ს მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - სახეზეა მარეაბილიტერებელი გარემოება, შესაბამისად, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის არსებობდა იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეული იყო უშუალოდ მოსარჩელის უკანონო პატიმრობით, რაც ცალსახად წარმოადგენს მოპასუხე ს----------–--- მთავარ პროკურატურაზე მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

მორალური ზიანის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კონპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად.

საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე კ------- ა---–---ს თავისუფლების უკანონო აღკვეთამ უდავოდ გამოიწვია მისი სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, რაც ასევე მძიმე სულიერ განცდასთან და რეპუტაციასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კ------- ა---–---ს სასარჩელო მოთხოვნა ს----------–--- მთავარი პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 150 000 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს----------–--- მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 10 000 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მოპასუხეზე ს----------–--- მთავარი პროკურატურა დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა სრულ შესაბამისობაშია არაქონებრივი ზიანის სატისფაქციურ, პრევენციულ, რეპრესიულ მიზნებთან, რაც კ------- ა---–---ს უკანონო პატიმრობით გამოწვეულ ნეგატიური განცდების შემსუბუქებას, დადებითი ემოციების გამოწვევასა და მისი სულიერი გაწონასწორების მიღწევას ემსახურება.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ პირდაპირი მატერიალური ზიანის, კერძოდ: 4 415 ლარი (4 წლის 5 თვისა და 26 დღით უკანონო პატიმრობაში ყოფნით, საბანკო ამონაწერი ჯამურად) 10 000 ლარი (უძრავი ქონების გასხვისებით), 14 820 ლარი (პაემნები, ამანათები), 10 100 ლარი (იურიდიული მომსახურება) სულ 39 335 ლარის გადახდის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე კ------- ა---–---მ წარმოადგინა, ი.მ. ,,ა---------– ქ-----–--ის“ სს ,,ს----------–--- ბ----ს“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ 2008 წლის 29 თებერვალს გ------ ჯ---------მ შეიტანა 200 ლარი, თანხის დანიშნულება იყო - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურება, ასევე, 2008 წლის 02 ივლისს თ-----ა ა---–---მ შეიტანა 400 ლარი, დანიშნულება - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურების საფასური. რომლითაც დაადასტურა ა---------– ქ-----–--ისათვის გადახდილი თანხა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 600 ლარის ოდენობით, ი.მ. ,,ა---------– ქ-----–---ზე" ს----------–--- ბანკში 29.02.2008 წ. გადარიცხული 200 ლარი და 02.07.2008 წ. გადარიცხული 400 ლარი, კ.ა---–---ს საადვოკატო მომსახურებაზე (ს.ფ.38).

 

რაც შეხება მოსარჩელის მიერ საქმეზე დართულ ადვოკატთა ხელწერილებს აღნიშნულს სასამართლო ვერ განიხილავს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ საადვოკატო მომსახურების თანხა გადახდილი იქნა ბრალდებულის მიერ, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დადგენილია გამამართლებელი განაჩენი (ამ საქმესთან კავშირში არ არის), ასევე ვერ ანაზღაურდება მომავალში ასანაზღაურებელი საადვოკატო მომსახურების თანხა, რადგან აღნინული თანხის გადახდის მტკიცებულებები არ არსებობს.

 

პატიმრობის პერიოდში (პატიმრობაში ყოფნის დაროს) კ------- ა---–---ს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის შენახვის ხარჯები გაწერილია კანონმდებლობით და სრულიად უზრუნველყოფს სახელმწიფო საკვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს, ასევე, სამედიცინო მომსახურებით და პირველადი მოხმარების საგნებით, ხოლო ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა, ასევე მისი მონახულებით ხარჯების გაწევა, გამომდინარეობს პირადი სურვილიდან და წარმოადგენს მის უფლებას, რაც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან ბინის გასხვისების დაკავშირება კონკრეტულ საქმესთან, როდესაც ამ საქმეზე ის დაყადაღებული არ იყო, ანუ ამ საქმის წარმოებიდან განხორციელდა, მისი დაკავშირება მატერიალურ ზიანთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის გამო შეუძლებელია.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნას წარმოდგენილი ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 41-ე მუხლის თანამხად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.

 

სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგინდა დარღვევა, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მოახდინოს დარღვევის შედეგების რეპარაცია ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს აღდგენილი დარღვევის ჩადენამდე არსებული სიტუაცია.

 

თუ ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა ან ნაწილობრივ იძლევა დარღვევის შედეგების რეპარაციის შესაძლებლობას, კონვენციის 41-ე მუხლი უფლებამოსილებას აძლევს სასამართლოს, მიანიჭოს დაზარალებულ მხარეს ისეთი დაკმაყოფილება, რომელიც შესაბამისი იქნება მისი აზრით.

 

კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, კონვენციის რატიფიცირებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, რათა ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. შედეგად, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ეროვნულ კანონმდებლობაში გააუქმოს ნებისმიერი ის სამართლებრივი ბარიერი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მომჩივნის მიერ ჯეროვანი ანაზღაურების მიღებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება, საჩივარი no 71503/01 „ასანიძე ს----------–--- წინააღმდეგ“).

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ კ------- ა---–---ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა და ს----------–--- მთავარ პროკურატურას კ------- ა---–---ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დააკისრა - 600 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით კი- 10 000 ლარი გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ს----------–--- გენერალურმა პროკურატურამ, ისე კ------- ა---–---მ.

 

აპელანტის, ს----------–--- გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფლების ნაწილში დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ს----------–--- კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის პროკურატურის ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. მით უფრო, საგულისხმოა, ის გარემოება, რომ კ------- ა---–---ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განხილულ იქნა სასამართლოს მიერ და მიღებულ იქნა შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენი. რომლის საფუძველზეც მოსარჩელე იხდიდა სასჯელს. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ს----------–--- მთავარი პროკურატურის მიმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტის განმარტებით ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული მტკიცებულებებიდან, რომლითაც ცალსახად იქნება დადგენილი მიყენებული ზიანის ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და მისი ოდენობა. მატერიალური ზიანის სახით, სისხლის სამართლის საქმეზე ა---------– ქ-----–--ისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 600 (ექვსასი) ლარის დაკისრება, უსაფუძვლოა, რადგან, განსახილველ შემთხვევაში გარდა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტისა, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო, საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანხის გადახდას.

 

ამდენად აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და კ------- ა---–---ს სარჩელის სრულად უარყოფას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, იმ საფუძვლითაც, რომ საქმის განხილვისას დაირღვა ტერიტორიული განსჯადობის წესი.

 

პროკურატურის მიერ წარდგენილ შესაგებელში, ასევე ფოთის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 06 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.

 

ს----------–--- ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

მოცემულ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს ს----------–--- მთავარი პროკურატურა, შესაბამისად, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს ს----------–--- მთავარი პროკურატურის ადგილსამყოფელის მიხედვით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ს----------–--- მთავარი პროკურატურის ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №24, შესაბამისად განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამას გარდა, მესამე პირად მითითებულია ს----------–--- ფინანსთა სამინისტრო, რომლის ადგილსამყოფელს ასევე წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა №16. ამდენად, ს----------–--- ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილისა და ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა გადაგზავნილიყო განსჯად სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

 

აპელანტ კ------- ა---–---ს განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სამართლებრივად არის გაუმართავი, რადგან მის მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმები არ არის სწორად განმარტებული და დასაბუთებული.

 

აპელანტი მიერ სარჩელში მითითბული სამართლები ნორმები ზუსტად და მკაფიოდ შეესაბამება დავის საგანში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნას, რომელსაც მოსამართლე ადასტურებს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების დროს, თუმცა იგი ნორმებს არასწორად აანალიზებს და განმარტავს.

 

სარჩელში სამართლებრივად ზუსტად აქვს აპელანტ მხარეს დასაბუთებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლი, რომელსაც ასევე მოსამართლე უსვამს ხაზს და ამბობს მის გადაწყვეტილებაში შემდეგს: სახელმწიფო ვალდებულია უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები. სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება თუ დადგინდა ქმედების უკანონობა და სახეზე არის პირის მარეაბილიტირებული გარემო და აქვე აღნიშნავს რომ, სასამართლოს აზრით, პირის მარეაბილიტირებულ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ ასევე მოსამართლემ ხაზი გაუსვა და არაფრად ჩააგდო ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად გვაჩვენებს ზიანს, თუმცა აპელანტ კ------- ა---–---ს მიერ მოთხოვნილ სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს, რაც ეჭვგარეშე არის უსამართლო, სამართლებრივი ნორმების არაკეთილსინდისიერად გამოყენება და მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას მისი უფლებები აღდგეს ეფექტურად. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა მიეცეს შესაბამისი კოპენსაცია სახელმწიფო მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამ დროს სახეზეა არა გადაჭრბებული ჩარევა არამედ გაუმართლებელი ჩარევა, მკაფიოდ დარღვეულია ს----------–--- კონსტიტუციის 17.1 მუხლის მოთხოვნები, რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

აპელანტის განმარტებით დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, ასევე დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი სადაც არის საუბარი, რომ ყველა პირს აქვს თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.არავის შეიძლება აღეკვეთოს თვისუფლება,გარდა კანონოთ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას მორალური ზიანის ნაწილში და აღნიშნავს, რომ მან დაუმსახურებლად გაატარა 6 (ექვსი) წელი და 6 (ექვსი) თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოწყდა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს და ყველა მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს. არ იყო მათ გვერდით, როდესაც მათთვის ეს ძალიან მნიშვნელობანი იყო. მისი სურვილის მიუხედავად ვერ იყო ჩართული მისი შვილების აღზრდა–განვითარებაში, გამოაკლდა მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს. არასამართლიანმა დაკავებამ არა მარტო მის ღირსებაზე და სულიერ მდგომარეობაზე იმოქმედა არამედ მთელ მის ოჯახზე და მით უმეტეს არასრულწლოვან შვილებზე, რომელებიც ერთ დღეს "დამნაშავის" შვილები და ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. 6 (ექვსი) წელი და 6 (ექვსი) თვე შრომისუნარიანი ადამიანი გამოამწყვდიეს ოთხ კედელში, შეულახეს ღირსება, რეპუტაცია, დააკარგვინეს შანსი ცხოვრებაში უფრო მეტის მიღწევის და განვითარების. ამდენად აპელანტის მიერ მითითებული თანხა არის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილების კომპენსაცია.

 

ახლა რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება აქაც უსამართლო და არაკეთილსინდისიერია, რადგან სასამართლომ ეჭქვეშ დააყენა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა საქმეზე დართული ხელწერილები, რომლებიც არის ადვოკატების მიერ შედგენილი და მისი უტყუარობის ეჭქვეშ დაყენება ნიშნავს ადვოკატებში ეჭვის შეტანას. ამ ხელწერილებს აქვს იურიდიული ძალა და წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო რაც შეეხება მომავალში ასანაზღაურებელ საადვოკატო მომსახურების თანხის არ ჩათვლა მატერიალური ზიანის მოთხოვნაში დაუშვებელია, რადგან საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 320-ე მუხლის თანახმად ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე. აპელანტის განმარტებით ამ შემთხვევაში დადებული ხელშეკრულებები არ მოიცავს მთლიან ქონებას და არც არანაირ კავშირიშია, შესაბამისად მათი ხელშეკრულების ნამდვილობა ეჭვგარეშეა და უდავო მტკიცებულებაა.

 

ამდენად აპელანტი კ------- ა---–--- ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ს----------–--- ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და ს----------–--- გენერალური პროკურატურის და კ------- ა---–---ს სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აღნიშნავს შემდეგს:

 

ს----------–--- კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ს----------–--- კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების შესაბამისად ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

 

ამდენად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად (სკ-ის 1005.3). ხსენებული კონსტიტუციური ნორმები არ შეიცავენ მითითებას ბრალზე, როგორც ზიანის ანაზღაურების პირობაზე. კანონმდებელი ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ცალკეულ შემთხვევებს, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი საგამონაკლისო წესით ადგენს სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების წესს თანამდებობის პირების და ორგანოების ბრალის მიუხედავად.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარი არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ზიანის არსებობა, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ს----------–--- მთავარი პროკურატურის (უფლებამონაცვლე ს----------–--- გენერალური პროკურატურა) მსჯელობას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში მყოფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის №1/აგ-55-17 განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო), გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ------- ა---–--- ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტით (2001 წლის ივლისის რედაქცია) და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2001 წლის ივლისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ზემოაღნიშნული განჩინება ს----------–--- უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 13.03.2018 წლის (N77აგ-17) განჩინებით დარჩა უცვლელი, რაც უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება ს----------–--- კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის N1/184-08 განაჩენის თანახმად, კ------- ა---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ 2001 წლის ივლისში მოქმედი საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით 03 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლით, მასვე დაემატა ქ.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 08 (რვა) თვე და საბოლოოდ კ------- ა---–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლითა და 08 (რვა) თვით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------------------------- განაჩენით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის N61აპ-09 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს დამცველის, ადვოკატ ა.ქ-----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელში შევიდა ცვლილება და კ------- ა---–---ს მიმართ ს----------–--- სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ ს----------–--- კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა - 3(სამი) წლით და 9 (ცხრა) თავისუფლების აღკვეთამ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შთანთქა სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი და 3(სამი)თვე თავისუფლების აღკვეთა და კ------- ა---–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, აღნიშნულმა სასჯელმა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად შთანთქა წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ ს----------–--- კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად შემცირებული სასჯელი - 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ------- ა---–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

მსჯავრდებულ კ------- ა---–---ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2008 წლის 2 აპრილიდან. საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 1 წელი და 4 თვე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის შესაბამისად, კ------- ა---–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ------- ა---–--- ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კ------- ა---–---ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კ------- ა---–---ს უდანაშაულოდ ცნობა წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსტის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.

 

ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N77აგ-17 განჩინების თანახმად, კ------- ა---–---ს ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 22.11.1984წ. N7 ოქმის (რატიფიცირებულია ს----------–--- პარლამენტის 23.02.2000წ. N155-IIს დადგენილებით) მესამე მუხლი თანახმად, ,,თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით“.

საქმეზე ,,პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§ 51). ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო მსჯავრდება/ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ შეფარდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლი მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას.

 

პალატა განმარტავს, რომ რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთხვევაში კ------- ა---–---ს მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, რასაც სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, შესაბამისად, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის არსებობს იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო მსჯავრდების სახით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ისეთ ობიექტს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. (სუს Nბს-972-963(3კ-08) 08.04.2009წ. გადაწყვეტილება). პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ს----------–--- პროკურატურის მსჯელობას დაკისრებული მორალური ზიანის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და თვლის, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის კ------- ა---–---ს სასარგებლოდ დაკისრებული თანხა (10 000 ლარი), პატიმრობაში გატარებული დროის, იმ განცდების გათვალისწინებით, რაც მას თან ახლავს, შელახული უფლების მხედველობაში მიღებით, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია.

 

ასევე პალატა ვერ გაიზიარებს ს----------–--- მთავარი პროკურატურის (უფლებამონაცვლე ს----------–--- გენერალური პროკურატურა) სააპელაციო პრეტენზიას განსჯადობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს თუ რომელი საპროცესო ნორმები იქნა დარღვეული საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი ექნებოდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

 

აპელანტი კ------- ა---–--- სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და უკანონოდ მსჯავრდებისათვის ითხოვს 150 000 ლარის ოდენობით მიყენებული მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრებას. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმგვარი მორალური ზიანის მიყენებას, რაც დაკავშირებულია 150 000 ლარის ანაზღაურების მიზანშეწონილობასთან;

 

კ------- ა---–---ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა მისი უკანონო პატიმრობით და მისი დაკავებიდან გამომდინარე ხარჯებით, რაშიც შედის როგორც უძრავი ქონების გასხვისება ისე პაემნებისა და ამანეთებისთვის დახარჯული სახსრები და სისხლის სამართალწარმოებასა და მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაში ადვოკატის მომსახურებისათვის საფასურის გადახდის საჭიროება, რაც ჯამში შეადგენს - 39 335 ლარს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), სწორედ მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს იგი თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.), ამასთანავე, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102.3 მუხ.).

 

საქმეში დაცული ინდ.მეწარმე ,,ა---------– ქ-----–--ის“ სს ,,ს----------–--- ბ----ს“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ირკვევა, რომ 2008 წლის 29 თებერვალს გ------ ჯ---------მ შეიტანა 200 ლარი, თანხის დანიშნულება იყო - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურება, ასევე, 2008 წლის 02 ივლისს თ-----ა ა---–---მ შეიტანა 400 ლარი, დანიშნულება - კ------- ა---–---ს საადვოკატო მომსახურების საფასური. ზემოაღნიშნულით დაადასტურა ა---------– ქ-----–--ისათვის გადახდილი თანხა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის.

 

რაც შეხება მოსარჩელის მიერ საქმეზე დართულ ადვოკატთა ხელწერილებს აღნიშნულს პალატა ვერ განიხილავს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ საადვოკატო მომსახურების თანხა გადახდილი იქნა ბრალდებულის მიერ, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დადგენილია გამამართლებელი განაჩენი (ამ საქმესთან კავშირში არ არის), ასევე ვერ ანაზღაურდება მომავალში ასანაზღაურებელი საადვოკატო მომსახურების თანხა, რადგან აღნიშული თანხის გადახდის მტკიცებულებები არ არსებობს.

ამასთან პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება ს----------–--- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობა, ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო ხარჯების და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას. კანონმდებელი განმარტას თუ რა არის სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად საქმეში წარმოდგენილი ადვოკატ ა---------– ქ-----–--ის სს ,,ს----------–--- ბ----ს” ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ მის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის ჯამში გადახდილ იქნა 600 (ექვსასი) ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს სწორად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გადახდილი 600 (ექვსასი) ლარის ანაზღაურება. ხოლო სხვა ხარჯის გაწევა არ დასტურდება, ამ ნაწილში, პალატის აზრით, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება პატიმრობის პერიოდში (პატიმრობაში ყოფნის დაროს) კ------- ა---–---ს ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის შენახვის ხარჯები გაწერილია კანონმდებლობით და სრულიად უზრუნველყოფს სახელმწიფო საკვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს, ასევე, სამედიცინო მომსახურებით და პირველადი მოხმარების საგნებით, ხოლო ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა, ასევე მისი მონახულებით ხარჯების გაწევა, გამომდინარეობს პირადი სურვილიდან და წარმოადგენს მის უფლებას, რაც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან ბინის გასხვისების დაკავშირება კონკრეტულ საქმესთან, როდესაც ამ საქმეზე ის დაყადაღებული არ იყო, ანუ ამ საქმის წარმოებიდან განხორციელდა, მისი დაკავშირება მატერიალურ ზიანთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის გამო შეუძლებელია.

 

პალატა განმარტავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნას წარმოდგენილი ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები

აპელანტი, ს----------–--- გენერალური პროკურატურა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ ს----------–--- კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კ------- ა---–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–--- გენერალური პროკურატურის და კ------- ა---–---ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ს----------–--- კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი