1. თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად.
2. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გამოგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით მას ზიანი არ მიადგე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(30)
საქმე №ას-1061-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2025
…2021 წელი, 1048-968-2017, 31 ოქტომბერი, 2017 წელი). საკასაციო პალატა ყურადღება მიაპყრობს იმ უდავო გარემოებას, რომ მოდავე მხარეები 2019 წლიდან იმყოფებოდნენ წარმატებულ სახელშეკრულებო სამეწარმეო ურთიერთობებში, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის ფარგლებში პირისაგან, რომელთანაც მოსარჩელე იმყოფებოდა საქმიან კავშირში დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (კონკლუდენტური თანხმობა), ამასთან…
საქმე №ას-548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე კომპანია 10 კალენდარული დღის ვადაში არ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, წერილში ასახული ოფერტის პირობების თანახმად, აღნიშნული (დუმილი) ჩაითვლებოდა თანხმობად [მსგავს პრინციპს ითვალისწინებს ასევე სსკ-ის 335-ე მუხლიც: თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც…
საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი - მოსარჩელის 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტზე მოპასუხის წერილობითი უარის არარსებობა უნდა ჩათვლილიყო თუ არა ოფერტით გათვალისწინებულ პირობებზე თანხმობად - აქცეპტად. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლით (თუ მეწარმე რომელსაც უცდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციის შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან,…
საქმე №ას-1017-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
…ვითარებიდან გამომდინარე, ამასთან, 26.06.2019 წლის წერილის გაგზავნისას ეს გარემოება დასრულებული არ ყოფილა, ასევე უცნობი იყო მისი ხანგრძლივობა, ასეთ ვითარებაში გაკეთებულ შეთავაზებაზე პასუხის დაუყოვნებლივ მიუღებლობა, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 335-ე მუხლით გათვალისწინებულ დუმილად, როგორც აქცეპტის ფორმად, მით უფრო, როდესაც არაუგვიანეს ერთი თვისა (გონივრულ ვადაში), მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა…
საქმე №ას-1208-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…სხვა დამატებითი კრიტერიუმებიც. გონივრული ვადის საკითხი თანამედროვე სამოქალაქო სამართალში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების დროსთან მიმართებით, არამედ, სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, სსკ-ის 335-ე მუხლის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან,…
საქმე №ბს-704(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019