განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 140210115765690
საქმე №2ბ/1082-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - შპს „ჩ---------------------------------------------“
წარმომადგენლები: მ---------------, ო-–---------–---
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს----------–----–---–--–----------------“
წარმომადგენელი - ლ-–--–-------
დავის საგანი - (ძირითადი სარჩელით) უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება; (შეგებებული სარჩელით) - ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ”ჩ------------------------------------------------------------------------–---–--” სარჩელი შპს ”ს----------–----–---–--–----------------” მიმართ ავანსად გადახდილი თანხის 1 156 237,50 (ერთი მილიონ ასორმოცდათექვსმეტი ათას ორასოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებულის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლის სახით 144 640,56 (ასორმოცდაოთხი ათას ექვსასორმოცი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 29 965,75 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ”ს----------–----–---–--–----------------” სარჩელი შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–--” მიმართ - დაკმაყოფილდა.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ”ს----------–------–---–--–------------------” მოთხოვნა მოპასუხე შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–--” მიმართ დაკმაყოფილდა და დადგინდა შპს ”ჩ----------------------------------------------------------------------–---–--” მიერ მხარეთა შორის 2012 წლის 10 ივნისს გაფორმებული №1--------- ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად შპს ”ს----------–----–---–--–----------------” მიერ დამზადებული საქონლის: ხიდის ძელი - 322 ცალი; საისრე გადამყვანი ძელი - 41 კომპლექტი, რაც შეიცავს 3280 ცალ სხვადასხვა ზომის განძელსა და 3000 ცალ ხის განძელს, ზომით 180*250*2750 მმ მიღება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ”ს----------–------–---–--–------------------” მოთხოვნა მოპასუხე შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–--” მიმართ დაკმაყოფილდა და შპს ”ჩ---------------------------------------------------------------------–---–-” შპს ”ს----------–----–---–--–----------------” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით საქონლის შენახვის ხარჯი 120 802,50 ლარის ოდენობით; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ”ს----------–------–---–--–----------------” მოთხოვნა მოპასუხე შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–--” მიმართ დაკმაყოფილდა და შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–-” შპს ”ს----------–------–---–--–------------------” სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი 331 068,38 (სამასოცდათერთმეტი ათას სამოცდარვა ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლოს უდავო გარემოებები არ დაუდგენია
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები :
2.1. 2012 წლის 10 ივნისს, ქ.გორში შპს „ს----------–----–---–--–-----------------“ (გამყიდველი) და შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ (მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა ეყიდა მოპასუხის მიერ წარმოებული ქვანახშირის ზეთით (კრეოზოტით) გაჟღენთილი წიწვოვანი ჯიშის ხის შპალები კერძოდ, პირველი კატეგორიის ა ტიპი, თანახმად გოსტ 78-2004 სარკინიგზო ხაზის ფართო ტრასისათვის სტანდარტისა, ზომებით 180X250X2750 (+/-5მმ), რაოდენობა 16064 ცალი; ხიდის კოჭები გოსტ 28450-90, ზომებით 200X240X3250მმ, რაოდენობა - 322 ცალი და ხის კოჭები საისრე გადამყვანისათვის გოსტ 8816-2003, რაოდენობით - ტიპი 11№ - 61 კომპლექტი, ტიპი 9№ - 1 კომპლექტი. საქონელი უნდა გაჟღენთილიყო გოსტ 20022,5-93 ხის დაცვის სტანდარტის თანახმად.
ამავე ხელშეკრულებით გაისაზღვრა, რომ რაოდენობები იყო წინასწარი და შესაძლებელი იყო გაზრდილიყო, ზუსტი რაოდენობები დგინდებოდა „მყიდვ--–--“ მიერ წერილობითი თანხმობის მიხედვით. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2 330 093 ლარს.
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის მიხედვით, საქონლის დატვირთვის დროს მხარეები აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს რაოდენობასა და ხარისხზე.
ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით კი, თუ „მყიდვ--–--“ მიერ ხის შპალების მოვლისა და ექსპლუატაციის შესახებ სტანდარტის დაცვის მიუხედავად, შემმოწმებელი კომიტეტი აღმოაჩენდა საქონლის ხარისხთან შეუსაბამობას, უპირველეს ყოვლისა უნდა დამტკიცებულიყო, რომ ხარისხთან შეუსაბამო საქონელი ეკუთვნოდა შპს „ს----------–------–---–--–----------------“ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეკისრებოდა „გამყიდველს“ პასუხისმგებლობა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.
2.2. მოსარჩელე ანუ „მყიდველი“ იღებდა ვალდებულებას მიეღო საქონელი და ეტაპობრივად გადაეხადა „გამყიდვ--–--თვის“ მიწოდებული საქონლის ღირებულება.
მხარეთა შორის ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ, გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში „მყიდველს“ ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა „გამყიდვ--–--თვის“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,01%-ის ოდენობით (2.9. პუნქტი), ხოლო საქონლის ვადების დარღვევის შემთხვევაში „გამყიდველს“ ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა „მყიდვ--–--თვის“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასაცემი საქონლის ღირებულების 0,01%-ის ოდენობით (2.10 პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის ხარისხი, კერძოდ, 3.1. პუნქტის საფუძველზე, საქონელს უნდა ჰქონოდა ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი და შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო გოსტ 78-2004 სტანდარტებთან. „გამყიდველს“ ასევე უნდა წარედგინა უკრაინიდან ხის მასალის იმპორტის დამადასტურებელი სერთიფიკატი და „მყიდვ--–--“ ზედამხედველი ინჟინრის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტები.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელმოწერიდან ანუ 2012 წლის 10 ივნისიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი (5.1. პუნქტი).
აღნიშნული ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, რითაც განისაზღვრა საქონლის მიწოდების გრაფიკი და რაოდენობები, დგიდება, რომ ხის შპალები 16 064 ცალი მოსარჩელეზე უნდა მიწოდებულიყო ივლისის თვეში - 5000 ცალი, აგვისტოს თვეში - 5000 ცალი და სექტემბრის თვეში - 6064 ცალი.
ამავე დანართის საფუძველზე 322 ცალი ხიდის კოჭა უნდა მიწოდებულიყო ივლისის თვეში - 100 ცალი, აგვისტოს თვეში - 100 ცალი, ხოლო სექტემბრის თვეში კი - 122 ცალი.
ამავე დანართის მიხედვით კოჭები საისრე გადამყვანისთვის №11 სულ 61 ცალი უნდა მიწოდებულიყო ივლისის თვეში - 20 ცალი, აგვისტოს თვეში - 20 ცალი და სექტემბრის თვეში - 21 ცალი, ხოლო კოჭები საისრე გადამყვანისთვის №9 - 1 კომპლექტი უნდა მიწოდებულიყო ივლისის თვეში.
(მტკიცებულება: 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება №1---------; ხის შპალების რაოდენობის ცხრილი - დანართი №1 მიწოდების გრაფიკი და რაოდენობები; მხარეთა ახსნა-განმარტება)
2.3. ს/ს „ლ---------------“ მიერ 2012 წლის 25 ივნისს შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–---“ გაიცა საავანსო გადახდის საბანკო გარანტია №A--------, რომლის საფუძველზეც გარანტად მიეთითა - ს/ს „ლ--------------“, პრინციპალად - შპს „ს----------–-----–---–--–-----------------“, ხოლო ბენეფიციარად - შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-“. საგარანტიო თანხად განისაზღვრა 1 165 046,50 ლარი, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად კი - 2012 წლის 25 ივნისიდან 2012 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
აღნიშნული საბანკო გარანტიის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებდა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით ბენეფიციარისათვის პროდუქციის მიწოდებას, ს/ს „ლ--------------“ კისრულობდა გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის ანუ შპს ”ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ პირველი წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენიდან 05 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში გადაეხადა ნებისმიერი თანხა ან თანხები 1 165 046,50 ლარის ფარგლებში. საბანკო გარანტია კი ძალაში შედიოდა ს/ს „ლ---------------“ გ------ ფილიალში ბენეფიციარის დავალებით პრინციპალის ანგარიშზე ავანსის სახით 1 165 046,50 ლარის ჩარიცხვისთანავე.
ს/ს „ლ---------------“ მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემული №0--------- წერილის მიხედვით, 2012 წლის 25 ივნისს გაცემული გარანტია №A-------- იყო გაუქმებული, ხოლო ბენეფიციარის მხრიდან გარანტიის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ მიუღიათ.
(მტკიცებულება: ს/ს „ლ---------------“ მიერ 2012 წლის 25 ივნისს გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტია №A--------; ს/ს „ლ---------------“ მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემული №0--------- წერილი)
2.4. 2012 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით ჩაურიცხა №1--------- კონტრაქტიდან გამომდინარე საქონლის ღირებულება 1 165 046,50 ლარი (ავანსი).
2012 წლის 5 სექტემბერს, მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა საქონლის ღირებულება 32 450 ლარის, 34 350 ლარისა და 69 465 ლარის ოდენობით; 2012 წლის 13 სექტემბერს - 34 500 ლარის; 2012 წლის 26 სექტემბერს - 54 096 ლარის, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბერს - 66 010 ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: 2----–-–---------–---- საგადასახადო დავალება №1; 2----–-–------------------ საგადასახადო დავალებები №0, №0 და №0; 2012 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო დავალება №0; 2----–-–------------------ საგადასახადო დავალება №0; 2----–-–------------------ საგადასახადო დავალება №0; ამონაწერი შპს „ს----------–----–---–--–----------------“ პირადი ანგარიშიდან (ს/ს „ლ--------------“); მხარეთა ახსნა- განმარტება)
2.5. მხარეთა შორის 2012 წლის აგვისტოში დაიდო №1--------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მხარეებმა იკისრეს გარკვეული სახის ვალდებულებების შესრულება.
(მტკიცებულება: 2012 წლის აგვისტოს თვეში დადებული ხელშეკრულება №1---------)
2.6. 2012 წლის 31 აგვისტოს მხარეთა შორის ქ. გორში შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე „შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა)“ ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი საისრე გადამყვანი 1/11 ტიპის ძელების 20 (ოცი) და 1/9 ტიპის ძელების 01 (ერთი) კომპლექტი. „აღნიშნული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-90 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით).
პროდუქცია მოპასუხემ მოსარჩელეს ქ.თბილისში, ს---------------––- რკინიგზის ვაგონების საშუალებით მიაწოდა.
მოპასუხის მიერ მიწოდებული აღნიშნული პროდუქცია მოსარჩელემ თავის მხრივ მიაწოდა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“ 2012 წლის 03 დეკემბერს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
(მტკიცებულება: 2012 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი; რკ სასაქონლო ზედნადებები - ა№5-----------------------------------; 2012 წლის 03 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი №S-----; ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები №0--------------------------------; მხარეთა ახსნა-განმარტება)
2.7. 2012 წლის 7 სექტემბერს მხარეთა შორის ქ.გორში შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ „შპს „ს----------–----–---–--–----------------სთან“ 2012 წელს დადებული №1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 750 (შვიდასორმოცდაათი) ცალი. აღნიშნული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშულებებით).“
აღნიშნული პროდუქცია მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ქ.თბილისში, სადგურ ვ--––- რკინიგზის ვაგონებით.
მოპასუხის მიერ მიწოდებული აღნიშნული პროდუქცია მოსარჩელის მიერ თავის მხრივ გადაეცა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“ 2012 წლის 17 სექტემბერს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
(მტკიცებულება: 2012 წლის 07 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი; რკ სასაქონლო ზედნადები ა-------; 2012 წლის 17 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №S-----; მხარეთა ახსნა-განმარტება)
2.8. 2012 წლის 21 სექტემბერს მხარეთა შორის ქ.გორში შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ „შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 1176 (ერთი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ცალი. აღნიშნული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით).“
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, „ზემოთ აღნიშნული პროდუქცია მიეწოდება შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ სარკინიგზო ნახევარ ვაგონებით ქ.თბილისში, სადგურ ვ--––- (სადგურის კოდი - 5-----), შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ხარჯებით“.
მოპასუხის მიერ მიწოდებული აღნიშნული პროდუქცია მოსარჩელის მიერ თავის მხრივ გადაეცა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“ 2012 წლის 25 სექტემბერს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
(მტკიცებულება: 2012 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი; რკ სასაქონლო ზედნადებები - ა-----------------; 2012 წლის 25 სექტემბრის მიღება- ჩაბარების აქტი №S-----; მხარეთა ახსნა-განმარტება)
2.9. 2012 წლის 9 ოქტომბერს მხარეებმა ქ.გორში შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------სთან“ 2012 წელს დადებული 1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 1435 (ერთი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ცალი.
აღნიშნული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით).
ამავე მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა, რომ მოპასუხე თავისივე ხარჯებით უზრუნველყოფდა ქ.თბილისში, სადგურ ვ--––- აღნიშნული პროდუქციის მოსარჩელისთვის მიწოდებას, რაც განახორციელა კიდეც.
მოპასუხის მიერ მიწოდებული აღნიშნული პროდუქცია მოსარჩელის მიერ თავის მხრივ გადაეცა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“ 2012 წლის 10 ოქტომბერს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
(მტკიცებულება: 2012 წლის 09 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი; რკ სასაქონლო ზედნადებები - ა№5---------------; 2012 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი
№S-----; მხარეთა ახსნა-განმარტება)
2.10. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიხედვით შპს „ჩ---------------------------------------------ს მ--------------------–--–-“ (როგორც კონტრაქტორს), ასევე დადებული ჰქონდა სხვა ხელშეკრულება ს/ს „ჯ----------------–---------------–------“ (ქვეკონტრაქტორთან), ვინაიდან მოსარჩელეს თავის მხრივ ს/ს „ს----------–-------------------“ ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახორციელებდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს.
ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჩ--------------------------------------------“ მ---------------------–---–- მოპასუხისგან შეძენილ პროდუქციას გადასცემდა სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ქვეკონტრაქტორს - ს/ს „ჯ----------------–---------------–---“, რომელიც ამოწმებდა რა გადაცემული საქონლის ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობას. ამავე ხელშკრულების მიხედვით, სწორედ მოსარჩელე იყო მის მიერ მიწოდებული (ანუ მოპასუხისგან შეძენილი) მასალის ხარისხზე პასუხისმგებელი (მე-4 პუნქტი).
საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ს/ს „ჯ---------------–---------------–---“ სწორედ ის პროდუქცია გადასცა, რაც მანამდე მიაწოდა მოპასუხემ - შპს ”ს----------–----–---–--–------------------”.
(მტკიცებულება: 2012 წლის 17 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №S----- და დანართი №1; 2012 წლის 25 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №S----- და დანართი
№1; 2012 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი №S----- და დანართი №1; 2012 წლის 03 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №S----- და დანართი №1)
2.11. 2012 წლის 12 სექტემბერს შედგენილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ხელმძღვანელის ინფრასტრუქტურის ინჟინრის წერილის თანახმად, საქართველოს შპალების გადამამუშავებელი ქარხნის ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაცემულია 750 ერთეულზე, ხოლო გაჟღენთილი ხის შპალები კი ინჟინრისათვის არის მისაღები.
(მტკიცებულება: 2012 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით)
2.12. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ხელმძღვანელის RE რკინიგზის ინსტრუქტორის 2012 წლის 05 ნოემბრის წერილის თანახმად, სადაც საუბარი იყო ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, მათ შორის მიეთითა, რომ გაჟღენთილი ძელები 21 კომპლექტი (20-1/11 და 1-1/9) არის ხარისხიანი და მათი გამოყენება შესაძლებელი იყო შემოვლითი პროექტის გზის სამუშაოებზე. ამავე წერილში მიეთითა, რომ პროდუქციის რაოდენობასა და მათ განლაგებაზე პასუხისმგებელი იყვნენ კონტრაქტორები.
(მტკიცებულება: 2012 წლის 05 ნოემბრის წერილი გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით)
2.13. 2012 წლის 21 სექტემბრის ექსპერტის №--- მოხსენების მიხედვით, პროდუქცია - გაჟღენთილი ხის შპალები, საისრე გადამყვანი ძელები და ხიდის ძელები აკმაყოფილებდა სტანდარტებს ГОСТ 20022 0-93; ГОСТ 20022 5-93. რკინიგზის ინფრასტრუქტურის ინჟინრებმა შეამოწმეს ხის შპალების რაოდენობა, რომელიც შეადგენდა 1176 ცალს. შპალები შენახული და დამზადებული იყო გადასაზიდად ვ--–-- სადგურზე მდებარე სარკინიგზო საამწყობრო ბაზაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შპალების ვიზუალურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მიღებული შედეგები აკმაყოფილებდა სარკინიგზო სამუშაოებზე არსებულ მოთხოვნებს.
(მტკიცებულება: 2012 წლის 21 სექტემბრის ექსპერტის №--- მოხსენება)
2.14. 2012 წლის 05 ოქტომბერს ექსპერტის №--- მოხსენების თანახმად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ინჟინრებმა დაათვალიერეს ვიზუალური და სივრცითი შემოწმებისათვის განკუთვნილი ხის შპალების შესაბამისობა. დამუშავებული შპალების რაოდენობა შეადგენდა 1435 ცალს. შემთხვევით შერჩეული შპალების ვიზუალური და სივრცითი შემოწმება დამაკმაყოფილებელი და მისაღები იყო სარკინიგზო სამუშაოებისათვის. ასევე ვიზუალური შემოწმებით დადგინდა, რომ თეთრი მასალა განკუთვნილი საისრე გადამყვანი ძელებისათვის იყო დამაკმაყოფილებელი.
(მტკიცებულება: 2012 წლის 05 ოქტომბერს ექსპერტის №--- მოხსენება)
2.15. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიერ 2012 წლის 15 აგვისტოს №-- წერილით მოსარჩელე მხარის დირექციას ეცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მას უნდა მიეწოდებინა საისრე გადამყვანი ძელების 62 (სამოცდაორი) კომპლექტი, საიდანაც მითითებული მომენტისთვის შპს „ს----------–----–---–--–----------------“ გასაგზავნად დამზადებული ჰქონდა 21 (ოცდაერთი) კომპლექტი. შესაბამისად, მხარე ითხოვდა კომისიის გამოყოფას მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად, რათა დაჩქარებულიყო მეორე მხარისთვის მისაღებ რკინიგზის სადგურში პროდუქციის მიწოდება.
შპს „ს----------–----–---–--–----------------“ 2012 წლის 29 ოქტომბრის №-- წერილის მიხედვით, შპს „ჩ----------------------------------------------------------------------------------–---–--“ დირექტორს ეცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისის №1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს----------–----–---–--–----------------“ გაჟღენთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 21 (ოცდაერთი) კომპლექტი, რომლებიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გასაგზავნად. ასევე გამზადებული იყო A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 20 (ოცი) კომპლექტი და ხიდის ძელი 322 (სამასოცდაორი) ცალი. ამავე წერილის მიხედვით, მოპასუხისთვის გაურკვეველი იყო ის გარემოება, რომ დასაცლელი და დასაწყობებული ტერიტორიის არ ქონის გამო ფერხდებოდა პროდუქციის მიღება, ასევე თანხის არ გადახდის გამო მხარეთა შორის იძაბებოდა ურთიერთობა.
მოპასუხე 2012 წლის 19 ნოემბრის №-- წერილის მიხედვით მოსარჩელის გენერალურ დირექტორს წერილობით კვლავ აცნობებდა, რომ მას 2012 წლის ოქტომბრის თვიდან გაჟღნთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 41 (ორმოცდაერთი) კომპლექტი, ხიდის ძელი 322 (სამასოცდაორი) ცალი და 3000 (სამი ათასი) ცალი პირველი კატეგორიის შპალი, რომლებიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გასაგზავნად.
მითითებულ წერილებში მოპასუხე მხარე ითხოვდა სპეციალური კომიიის შექმნას, რომელიც შეამოწმებდა პროდუქციის ხარისხს და გაფორმდებოდა აქტი საპასუხისმგებლო შენახვაზე.
2013 წლის 18 იანვრის შპს „ს----------–----–---–--–----------------“ №-- წერილის მიხედვით მოსარჩელე მხარის დირექციას აცნობებდა, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მას 2012 წლის ოქტომბრის თვიდან გაჟღენთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 41 (ორმოცდაერთი) კომპლექტი, ხიდის ძელი 322 (სამსოცდაორი) ცალი, რომელიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გამოსაგზავნად. ამავე წერილში აღინიშნა, რომ წინა ორი წერილის საფუძველზე გამოყოფილი იქნა კომისია, რომლის წევრებმაც დაათვალიერეს და ინსპექტირება ჩაუტარეს ზემოაღნიშნულ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთან, ქარხანა აცნობებდა, რომ მას არ ჰქონდა სასაწყობე მეურნეობა, ვინაიდან იგი თავის ტერიტორიას იყენებდა ტექნოლოგიური პროცესებისათვის მას 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეში პროდუქციის უსასყიდლო შენახვაზე ქარხანას პრეტენზია არ გააჩნდა, თუმცა მეორე მხარეს სთხოვდა, რომ ერთი კვირის ვადაში მოეგვარებინათ აღნიშნული საკითხი პროდუქციის გატანის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში 2013 წლის 01 იანვრიდან დაუწესებდა გადასახადს პროდუქციის შენახვაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
(მტკიცებულება: 2012 წლის 15 აგვისტოს წერილი №--; 2012 წლის 29 ოქტომბრის №-- წერილი; 2012 წლის 19 ნოემბრის №-- წერილი; 2013 წლის 18 იანვრის №-- წერილი)
2.16. შპს „ჩ--------------------------------------------ა“ და ს/ს „ხ----–----“ ერთობლივი საწარმოს 2013 წლის 29 იანვრის წერილის თანახმად, შპს „ს----------–----–---–--–----------------ს“ აცნობებდნენ, რომ „გარკვეული პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რაც ... ქარხანამ დაამზადა ხის განძელები და საისრე გადამყვანი ძელები... ამჟამად ლიანდაგის დაგების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამავე დროს ს----------–--------------- უკვე შეითანხმა და ინჟინრებთან ერთად მოინახულეს ადგილი და შეამოწმეს ხის განძელები. დამტკიცების შემდეგ CR თანდათანობით გაწმენდავს ადგილს და როდესაც ის იქნება თავისუფალი, დამატებით გაცნობებთ საქონლის გამოგზავნის თაობაზე“.
(მტკიცებულება: 2013 წლის 29 იანვრის წერილი)
2.17. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ 2013 წლის 23 მაისის №-- წერილის თანახმად, ეს უკანასკნელი კვლავ აცნობდა შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ დირექციას, რომ მის ტერიტორიაზე იყო დასაწყობებული ის საქონელი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ იყო დამზადებული და კიდევ ერთხელ უთითებდა, რომ ვინაიდან იგი არ ფლობდა სასაწყობო მეურნეობას, რომელიც უზრუნველყოფდა პროდუქციის შენახვის ტექნოლოგიურ პროცესს, ამდენად, იგი იხსნიდა პასუხისმგებლობას ატმოსფერული და სხვა სახის ზემოქმედების შედეგად პროდუქციის ხარისხის გაუარესებისათვის. ამასთან, კომპანია განიცდიდა მატერიალურ ზარალს, ვინაიდან მისი შენახვა მოითხოვდა დამატებით მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, რის გამოც ითხოვდა კონკრეტული თარიღის ან დროის პერიოდის განსაზღვრას, რა დროშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ქარხნის ტერიოტორიიდან უკვე გამზადებული პროდუქციის გატანა.
2013 წლის 12 აგვისტოს №----- წერილის მიხედვით კი, ვინაიდან შპს „ს----------–----–---–--–----------------“ არცერთ წერილზე არ იქნა წერილობითი პასუხი გაცემული, რაც იწვევდა მისი, როგორც მხარის, გაურკვევლობას, ეს უკანასკნელი შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მხრიდან ითხოვდა ხელშკრულების შეწყვეტის დადასტურებას.
(მტკიცებულება: 2013 წლის 23 მაისის №-- წერილი; 2013 წლის 12 აგვისტოს №----- წერილი)
2.18. ს/ს „ს----------–---------------“ 2015 წლის 14 იანვრის №--- წერილის მიხედვით დგინდება, რომ ს/ს „ს----------–----------------“ და შპს „ჩ--------------------------------------------“ და ს/ს „ხ----–----“ ერთობლივ საწარმოს შორის („კონტრაქტორი“) გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „კონტრაქტორს“ დაევალა გაეფორმებინა ქვეკონტრაქტი, რომლის მიხედვითაც „ქვეკონტრაქტორი“ განახორციელებდა ლიანდაგის ზედნაშენის, საკონტაქტო ქსელის გაყვანას და სხვა სამუშაოებს. აღიშნული ხელშეკრულება „კონტრაქტორსა“ და „ქვეკონტრაქტორს“ შორის (ს/ს „ჯ----------------–---------------–--“) გაფორმდა 2012 წლის 24 თებერვალს. ვინაიდან „კონტრაქტორი“ ანუ ს/ს „ჩ-------------------------------------------------------“ შესყიდულ საქონელს აწვდიდა „ქვეკონტრაქტორს“ ანუ ს/ს „ჯ----------------–--------------–---“, ხოლო ამ უკანასკნელს კი ევალებოდა საჭირო მასალები მიეწოდებინა ს/ს „ს----------–---------------------“.
2012 წლის 27 მარტის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული მასალები ქვეკონტრაქტორმა ტრანსპორტირების, დასაწყობების და შენახვის მიზნით გადასცა ს/ს „ს----------–---------------“, რომელიც შპს „ჩ--------------------------------------------“ მიერ საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდა ს/ს „ს----------–---------------“.
აღნიშნული წერილის მიხედვით დგინდება, რომ მიწოდებული საქონელი ს/ს „ს----------–---------------“ მიერ შემოწმდა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი ისრული გადამყვანი ძელების 21 კომპლექტიდან ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად ჩაითვალა 16 კომპლექტი, დარჩენილი 400 ცალი დაუკომპლექტებელი ისრული გადამყვანი ძელებიდან 243 თავისი პარამეტრებით ვარგისი იყო შემდგომი გამოყენებისათვის, ხოლო ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული 3361 ცალი ხის განძელიდან ექსპლუატაციისათვის ვარგისად ჩაითვალა 1000 ცალი. შესაბამისად, ს/ს „ს----------–---------------“ უარი განაცხადა აღნიშნული ნაკლის შემცველი მასალების საკუთრების უფლებით მიღებაზე და წინააღმდეგი იყო ისინი გამოყენებულიყო მშენებლობისთვის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა მათი ახალი, ექსპლუატაციისათვის ვარგისი მასალებით ჩანაცვლება.
(მტკიცებულება: ს/ს „ს----------–---------------“ 2015 წლის 14 იანვრის წერილი №---)
2.19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 17 ნოემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (ინიციატორი ს/ს „ს----------–--------------“), „ს/ს „ს----------–---------------“ ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტის სასაწყობო ბაზაში შესანახად დასაწყობებულ ისრული გადამყვანი ძელების (21 კომპლექტი) და ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული ხის განძელების (3 361 ცალი), რომელიც შპს „ჩ--------------------------------------------“ მიერ უნდა გადასცემოდა ს/ს „ს----------–---------------“, მათი შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი ისრულ გადამყვანი ძელების 21 კომპლექტიდან ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად ჩაითვალა 16 კომპლექტი. დარჩენილი 400 ცალი დაუკომპლექტებელი ისრულ გადამყვანი ძელებიდან 243 თავისი პარამეტრებით ვარგისი იყო შემდგომი გამოყენებისთვის.
ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული ხის განძელების (3361 ცალი) ვიზუალური დათვალიერების, გეომეტრიული პარამეტრები და ბზარების მონიტორინგის შემდეგ ექსპლუატაციისათვის ვარგისად ჩაითვალა 1000 ცალი ხის განძელი. გეომეტრიული ფორმის დარღვევის გამო ექსპლუატაციისათვის უვარგისად ჩაითვალა 103 ცალი განძელი. მსხვილი კორძების გამო დაწუნებული იქნა 312 ცალი განძელი, შრობის და გაჟღენთვის შემდგომი ბზარების გამო დაწუნებული იქნა 1916 ცალი განძელი. აქედან დაახლოებით 17-18% ბზარების არის რადიანული და დახრილი ბოჭკოებით (10%) და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (ГОСТ 78-2004) ექსპლუატაციაში გამოყენება დაუშვებელი იყო, ხოლო დარჩენილი დაბზარული განძელების გამოყენება შესაძლებელი იყო შესაბამისი დამუშავების შემდეგ.
(მტკიცებულება: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 17 ნოემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნა)
2.20. შპს „ს----------–--------------------–-----------------–--------“ მიერ 2015 წლის 22 აპრილს გაცემული №----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისის ს------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------–--------------- აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს სასაწყობო ბაზაში და ლიანდაგის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი საისრე გადამყვანი ძელების №1/11 (20 კომპლექტი), №1/1 (1 კომპლექტი) და ხის გაჟღენთილი განძელების (რაოდენობით 2361 ცალი) ნაწილი დაზიანებულია, მათი ხანგრძლივ პერიოდში (2 წელი და 8 თვე) არასწორი შენახვის გამო და ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს, რადგან დარღვეულია ძელებისა და განძელების შენახის ყველა პირობა, რომელიც გათვალისწინებულია გოსტის მიხედვით (თანახმად სამოქმედო ინსტრუქციისა ЦП-410 და ТУ 32ЦП 56277). ძელები იმყოფება ღია ცის ქვეშ, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება გაბზარვისა და გახეთქვის სახით, რაც წინაპირობაა განძელებში სიდამპლის წარმოშობისა. დღევანდელი მდგომარეობით მათი ნაწილის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ისინი ვეღარ პასუხობენ სტანდარტის პირობებს.
(მტკიცებულება: შპს „ს----------–---------------------–-------------------–--------“ მიერ 2015 წლის 22 აპრილს გაცემული №----- ექსპერტიზის დასკვნა)
2.21. ინდივიდუალური აუდიტორის ი-–-----------–-- მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2015 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საბუღალტრო მონაცემებით ქარხნის ტერიტორიაზე ფიქსირდება 322 ცალი ხიდის ძელი, 45 კომპლექტი საისრე გადამყვანი ძელი და 5804 ცალი ხის განძელი ზომით 2,75მ.
(მტკიცებულება: ინდივიდუალური აუდიტორის ი-–----------–-- მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნა)
2.22. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მარტს შედგენილი იქნა ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ №---------, რომლის მიხედვითად დგინდება, რომ ქ.გ----–-----–------–-- ქ.№----ში განთავსებულია გაჟღენთილი ხის განძელები (შპალი), რაც აისახა ოქმსა და თანდართულ ვიდეო და ფოტო მასალაზე.
(მტკიცებულება: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მარტს შედგენილი იქნა ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ №---------)
2.23. ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2012-2015 წლებში ქ-------ს პერიფერიული ზონის ერთი კვადრატული მეტრის სასაწყობო ფართის საბაზისო ღირებულება მითითებულ პერიოდში ქ------–----–------–----------- ერთ კვადრატული მეტრის გაქირავების შემთხვევაში საიჯარო ქირა მერყეობდა 5-დან 6 ლარამდე. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ტერიტორიაზე მზა პროდუქციის მიერ დაკავებული სასაწყობო ფართის რაოდენობა სულ შეადგენს 619,5 კვ.მ. დადგენილი სასაწყობო ფართის რაოდენობიდან გამომდინარე და მინიმალური ქირის ღირებულების გათვალისწინებით, ერთი თვის საიჯარო ქირა შეადგენს 3097,5 ლარს (619,5*5). 2013 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით საიჯარო ქირა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე შეადგენს 11510, (ასთერთმეტი ათას ხუთას ათი) ლარს.
(მტკიცებულება: ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნა)
2.24. ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მიერ 2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1095 დღეზე სულ 95 713,95 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას შვიდასცამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.
(მტკიცებულება: ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბრის №----- აუდიტორული დასკვნა)
2.25. ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა, ხოლო აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში საწარმო ანუ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიიღებდა მოგებას, რომელიც გაუნაწილებელ მოგებაზე 1095 დღეზე შეადგენდა 157 340,55 ლარს.
(მტკიცებულება: ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემული №----- აუდიტორული დასკვნა)
2.26. ინდივიდუალურ აუდიტორ ი-–---------–-- მიერ 2016 წლის 30 მარტს შედგენილი №-------- აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელ მოგებას 2012 წელს შეადგენდა 270191 ლარი. 2013 წლის 01 აპრილიდან 2016 წლის 01 აპრილის ჩათვლით მიღებულ გაუნაწილებელ მოგებაზე შემოსავალი კი შეადგენს 60877,38 ლარს.
(მტკიცებულება: ინდივიდუალურ აუდიტორ ი-–---------–-- მიერ 2016 წლის 30 მარტს შედგენილი №-------- აუდიტორული დასკვნა)
2.27. ინდივიდუალურ აუდიტორ ი-–---------–-- მიერ 2016 წლის 30 მარტს შედგენილი №-------- აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მოსალოდნელ მოგებას შეადგენდა 228 491 (ორასოცდარვა ათას ოთხასოთხმოდათერთმეტი) ლარი.
(მტკიცებულება: ინდივიდუალურ აუდიტორ ი-–---------–-- მიერ 2016 წლის 30 მარტს შედგენილი №-------- აუდიტორული დასკვნა)
2.28. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 თებერვლის №--------- დასკვნის თანახმად, სადგური ვ--–-- - ს/ს „ს----------–---------------“ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს სასაწყობო ბაზის და ლიანდაგების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ხის გაჟღენთილი განძელების და საისრე გადამყვანი ძელების შენახვის წესები, დამკვეთის (შპს „ს----------–----–---–--–----------------“) მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციების მოთხოვნის შესაბამისად, არ არის დაცული. დასაწყობების მოთხოვნილი პირობების დარღვევის გამო ხის განძელებში და საისრე გადამყვან ძელებში, მზის გამოსხივების, ბზარებში მოხვედრილი წყლის ციკლური გაყინვა- გალღობის ზემოქმედების შედეგად არსებული (დასაშვები) შეშრობის ბზარები დიდდება, შიშვლდება გაჟღენთილი ხის ნაწილი და მათში მოხვედრილი წყალი, მტვერი და ქვიშა ხელს უწყობს მის დალპობას. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიერ მიწოდებული ძელებისა და განძელების შესაძლო იდენტიფიკაციის დადგენა არ შედიოდა საინჟინრო ექსპერტიზის კომპეტენციაში. დამატებითი კითხვის პასუხად სარემონტო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში შემოწმებული იქნა ბაზის დასავლეთი მხარეს (პირობითად) და მის მიმდებარედ განთავსებული ხის განძელები.
(მტკიცებულება: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 თებერვლის №--------- დასკვნა)
2.29. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა პირგასამტეხლოს დაანგარიშების გრაფიკები, რითაც მხარის მიერ დაანგარიშებულია პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული საქონლისათვის მათი მიწოდების თარიღის გათვალისწინებით.
(მტკიცებულება: წერილობითი სახით წარმოდგენილი დაანგარიშებები; მოსაჩელის ახსნა-განმარტება)
2.30. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების შესრულების ადგილია ქ-------.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისთვის შეთანხმებული საქონელი უნდა გადაეცა სწორედ ქ.გორში ანუ იმ ადგილას, სადაც მოხდებოდა მიწოდებული საქონლის შემოწმება და შედგებოდა ამის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო შპს „ს----------–----–---–--–----------------“ კი მოსარჩელის მიერ მიღებულ და მოწონებულ საქონელს თავისივე ხარჯებით გადაიტანდა ქ------–--–------–------------–-.
ამდენად, ქ.თბილისში ტრანსპორტირების დროს მოსარჩელის მიერ უკვე შემოწმებული და მიღებული უნდა ყოფილიყო საქონელი, რაც დადასტურდებოდა აქტზე ხელმოწერებით, ხოლო მოპასუხის მიერ ხარჯების გაწევით საქონლის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქ.თბილისი. ვინაიდან 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტი მხარეთა შორის იყო სადავო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ ფაქტობრივად შესრულებული გადაცემითა და მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქ-------.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.31. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლოს განმარტებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 10 ივნისს დაიდო ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულებით შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ამზადებდა და მის მიერვე დამზადებულ პროდუქციას ყიდდა მოსარჩელეზე - შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–---“.
ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავდა როგორც ნარდობის, ასევე ნასყიდობის ელემენტებსაც.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ მოპასუხე მოსარჩელეს 2012 წლის ივლისის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით სამ ეტაპად მიაწოდებდა ხის შპალებს, ხიდის კოჭებსა და საისრე გადამყვანის ხის კოჭებს. მითითებული პროდუქციის ხარისხი, ასევე ოდენობა ხელშეკრულებით ზუსტად იქნა განსაზღვრული. შესაბამისად, შპს ”ს----------–----–---–--–----------------“ სწორედ იმ ოდენობისა და იმ ხარისხის პროდუქციის დამზადება და მიწოდება ევალებოდა, რაც ხელშეკრულებით განისაზღვრა. მართალია ამავე ხელშეკრულების მიხედვით მითითებული რაოდენობები იყო წინასწარი და შესაძლებელი იყო მათი გაზრდა მოსარჩელის წერილობითი თანხმობით (იხ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტი), თუმცა მოსარჩელეს, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციისა, სხვა საქონელი მოპასუხისთვის არ შეუკვეთავს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
642-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში იმ სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, იყო თუ არა შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიერ მიწოდებული პროდუქცია უხარისხო ანუ ნაკლის მქონე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე გადატანილი იყო შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–---“. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა 2014 წლის 17 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ს/ს „ს----------–---------------“ ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტის სასაწყობო ბაზაში შესანახად დასაწყობებული, ასევე ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული ძელებისა და განძელების ნაწილი ჩაითვალა ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად (იხ. ექსპერტიზის დასკვნა №---------).
სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2012 წლის 31 აგვისტოს, 2012 წლის 7 სექტემბერს, 2012 წლის 21 სექტემბერსა და 2012 წლის 9 ოქტომბერს გადასცა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამასთან თუკი ჩავთვლით, რომ ამავე პროდუქციაზე განხორციელდა ექსპერტიზის ჩატარება 2014 წლის 17 ნოემბერს, შესაბამისად დასტურდება, რომ პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ ექსპერტიზის მიერ დადგინდა პროდუქციის ნაწილის ექსპლუატაციისათვის უვარგისობა.
ასევე აღსანიშნავია და საყურადღებოა, შპს „ჩ-------------------------------------------- მ---------------------–---–--“ და სხვა კონტრაქტორებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იმ კუთხით, რომ მოსარჩელე მხოლოდ ე.წ. „გამტარ“ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც შეიძენდა რა მოპასუხის მიერ წარმოებულ საქონელს, აწვდიდა სხვადასხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მესამე პირებს - კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17 სექტემბრის №S-----, 2012 წლის 25 სექტემბრის №S-----; 2012 წლის 03 დეკემბრის №S----- და 2012 წლის 10 ოქტომბრის №S----- მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე ინჟინრის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქცია, რომელიც თავის მხრივ სხვა კონტრაქტორს გადაეცა, შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან (2.3. პუნქტი; 3.1. პუნქტი) გამომდინარე ვალდებულება ჰქონდა, რომ პროდუქციის გადაცემისას შეემოწმებინა პროდუქციის ხარისხი, რაც დასტურდება არა მხოლოდ ხელშეკრულებით, არამედ ზემოაღნიშნული 2012 წლის 31 აგვისტოს, 2012 წლის 07 სექტემბრის, 2012 წლის 21 სექტემბრისა და 2012 წლის 09 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტებითაც.
ამდენად, თუკი მოსარჩელემ ოთხ ეტაპად მიიღო მოპასუხის მიერ წარმოებული პროდუქცია და თვეების განმავლობაში მის ხარისხთან დაკავშირებით არ განუცხადებია პრეტენზია, აღნიშნული ადასტურებს, რომ მან, როგორც მხარემ, შპს ”ს----------–----–---–--–-----------------“ მიერ სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მქონე პროდუქცია მიიღო.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს უფლება ჰქონდათ, რომ ნაკლიანი ნივთის შემთხვევაში შპს „ს----------–----–---–--–----------------“ შეეცვალა ნაკლიანი ნივთი უნაკლო ნივთით, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. ასეთი ქმედება არც 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ ანუ ექპერტიზის დასკვნის შემდეგ განუხორციელებია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება მოპასუხის მიერ შეთანხმებული ხარისხის პროდუქციის მოსარჩელეზე მიწოდება.
სასამართლომ ის გარემოებაც აღნიშნა, რომ ს/ს „ს----------–---------------“ მიერ ანუ იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საბოლოოდ დანიშნულებისამებრ იყენებდა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქციას, შემოწმებული იქნა არა მხოლოდ დამზადებული შპალები, განძელები და კოჭები, არამედ ის პირველადი მასალაც, რომელიც ქარხნული წესით მუშავდებოდა და იჟღინთებოდა ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით).
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, როგორც პირველად მასალაზე, ასევე მისგან დამზადებულ პროდუქციაზე რაიმე სახის ნაკლისა თუ ხარვეზის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაუმზადა და გადასცა ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია.
სასამართლოს განმარტებით ხარისხიანი, ნივთობრივად უნაკლო საგნის გადაცემა არამხოლოდ ნარდობის ხელშეკრულების, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების დროსაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ამდენად, არა მხოლოდ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზეც მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოპასუხესთვის მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მქონე ნივთის დამზადება და მისთვის მიწოდება, ხოლო ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოეთხოვა მისი აღმოფხვრა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე ს/ს „ლ---------------“ მიერ 2012 წლის 25 ივნისს გაცემულ საავანსო გადახდის საბანკო გარანტიაზე, რომელიც მოქმედებდა 2012 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და იმ შემთხვევაში, თუკი პრინციპალი ანუ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობების საფუძვლზე ნაკისრ ვალდებულებებს, ს/ს „ლ---------------“ კისრულობდა გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის ანუ შპს „ჩ---------------------------------------------ს მ---------------------–---–--” პირველი წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენიდან 5 საბანკო დღეში გადაეხადა თანხა 1 165 046,50 ლარის ფარგლებში. ს/ს „ლ---------------“ მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემული №0--------- წერილის მიხედვით, 2012 წლის 25 ივნისს გაცემული გარანტია №A-------- იყო გაუქმებული, ხოლო ბენეფიციარის მხრიდან გარანტიის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ მიუღიათ.
სასამართლოს განმარტებით აღნიშნული ადასტურებს იმ სადავო გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ დამზადებული და მოსარჩელისთვის ოთხ ეტაპად გადაცემული პროდუქცია ანუ საბანკო გარანტიის მოქმედების დროს მხარეზე გადაცემული საქონელი, იყო შეთანხმებული ხარისხის და მოსარჩელეს აღნიშნულზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
მოცემულ შემთხევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიმართ ადგილი არ აქვს უსაფუძვლო გამდიდრებას, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის პირობების შესრულებაც მხარეთა ვალდებულებას წარმოადგენდა. მათ შორის ხელშეკრულების 2.6. პუნქტში მითითებული იყო საბანკო გარანტიაზე. შპს „ჩ-------------------------------------------- მ----------------------–---–--“ სწორედ საბანკო გარანტიის თანხა წარადგინა ავანსის სახით და ჩარიცხა მოპასუხის ანგარიშზე, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძლო გამდიდრებად, არამედ ეს არის ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არ შესრულება თუ შეწყვეტა, რაც საფუძველი გახდა მისი უსაფუძვლო გამდიდრებისა, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების ნაწილში არის უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილდა.
2.32. სასამართლოს მითითებით მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მას მიადგა ზარალი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, რასაც საწარმო თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში მიიღებდა და რასაც იგი ამჟამად ითხოვს სასარჩელო მოთხოვნით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 415-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის ისეთი სახის ქმედება, რამაც მოსარჩელის მიმართ წარმოშვა ზიანი ან თუნდაც შექმნა ზიანის მიყენების საფრთხე, კერძოდ:
2012 წლის 10 ივნისის ხელშკრულებიდან გამომდინარე ორივე მხარემ იკისრა გარკვეული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, მოპასუხემ საქონლის დამზადება და გაყიდვა, ხოლო მოსარჩელემ კი დამზადებული საქონლის მიღება და შეთანხმებული თანხის გადახდა. ამავე ხელშეკრულებით საქონლის მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო - 2012 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეში. წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით კი დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე საქონლის პირველი გადაცემა განხორციელდა არა 2012 წლის ივლისის თვეში, არამედ 2012 წლის 31 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ საქონელი დაგვიანებით იქნა მიწოდებული, მოსარჩელემ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მიიღო საქონელი. მოსარჩელეს არც კი გაუფრთხილებია მოპასუხე იმის თაობაზე, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. თუკი ჩავთვლით, რომ ვალდებულება 2012 წლის სექტემბრის თვეში უნდა დასრულებულიყო, საქმეში არსებული 2012 წლის 09 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს „ჩ--------------------------------------------- მ---------------------–---–--“ მიერ საქონელი სექტემბრის თვის შემდეგაც იქნა მიღებული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კოდექსის 334-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი ხორციელდება შეცვლილი პირობებით, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა ევარაუდა ოფერენტის თანხმობა და ეს უკანასკნელი მაშინათვე არ განაცხადებს უარს.
ამავე კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად.
ამდენად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დაგვიანების მიღებით იგი დაეთანხმა ხელშეკრულების „ახალ პირობებს“ საქონლის გადაცემის ნაწილში, კერძოდ, საქონელი შეცვლილი ოდენობითა და შეცვლილ ვადაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ არა თუ ქმედება, არამედ მოსარჩელის მხრიდან დუმილიც კი ჩაითვლებოდა ხელშეკრულების ახალ პირობების მიღებად, რაც თავისთავად გამორიცხავს მოპასუხის მიერ 2012 წლის 10 ივნისის ხელშკრულების პირობების დარღვევას.
ამდენად, თუკი მოპასუხის მხრიდან არ დარღვეულა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, ზიანი არ მისდგომია მოსარჩელეს, მათ შორის არც მიუღებელი შემოსავლის სახით.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ როგორც თავად მხარეებიც ადასტურებდნენ ახსნა-განმარტების დროს შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-“ იყო ე.წ. „გამტარი ორგანიზაცია“, რომელიც მოპასუხისგან შეძენილ საქონელს სხვა პირებს აწვდიდა. ასევე, როგორც თავად მხარის წარმომადგენელმა განმარტა, კომპანია არასდროს ეწეოდა საბანკო მომსახურებას ან მსგავსი სახის საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აკრძალვები მას არ აქვს დებულებით გათვალისწინებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, მაგ: მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებები, რითაც დადგინდებოდა მათი შეუსრულებლობა თუ არაჯეროვანი შესრულება სწორედ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ქმედების გამო. აღნიშნულით კი დადასტურდებოდა მოსარჩელის ის მიუღებელი შემოსავალი ანუ ის მოგება, რომელსაც იგი სამომავლოდ მიიღებდა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მათ შორის მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საქმიანობისა და შემოსავლის მიღების სფეროს არ წარმოადგენს ფულადი თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და თუნდაც ყოველთვიურად გარკვეული სახის მოგების მიღება, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. უფრო მეტიც, სწორედ მან არ შეასრულა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების პირობები, არ მიიღო დამზადებული საქონელი და არ განახორციელა თანხის ჩარიცხვა, რამაც წარმოშვა ხელშეკრულების დარღვევა, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის საფუძვლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
2.33. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ წერილობით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა (2.9 და 2.10 პუნქტები). კანონმდებლის ნების და თავად პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არსის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ პირგასამტეხლო არის ერთ-ერთი დამატებითი, წინასწარ განსაზღვრული, მხარეთათვის ცნობილი გარანტია, რომელიც მას შემდეგ იწყებს „ამოქმედებას“, რა დროსაც მხარე იწყებს ხელშეკრულების პირობების დარღვევას. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ანუ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიერ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სწორედ მოპასუხე მოქმედებდა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად, რაც სამოქალაქო ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი პირობაა. აღნიშნულზე კანონმდებლის მიერ სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებშიც კი მიეთითა, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ამდენად, კანონმდებლმა ხელშეკრულების შესრულების დროს ვალდებულების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება გამოყო სხვა პირობებიდან, რაც მის განსაკუთრებულობას უკავშირდება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაირღვა რა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება, მართალია დაგვიანებით, მაგრამ შეთანხმებული ხარისხის შეთანხმებული პროდუქციის ნაწილი მოპასუხემ მოსარჩელეს ოთხ ეტაპად გადასცა ქ.გორში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე თავისი ხარჯებით ახდენდა მოსარჩელის მიერ ნაყიდი პროდუქციის ტრანსპორტირებას ქ.თბილისამდე. მოპასუხემ, მიუხედავად დაგვიანებულად საქონლის მიწოდებისა, გააგრძელა ხელშკრულების პირობების შესრულება და კვლავ დაამზადა გარკვეული სახის პროდუქცია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ თავისივე საწარმოს ტერიტორიაზე გამოყო ადგილი მის მიერ წარმოებული პროდუქციის დასაწყობებისთვის, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს და დაელოდა ამ უკანასკნელის ქმედებას პროდუქციის წაღებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი რამდენიმე წერილით შპს „ს----------–----–---–--–----------------“ დირექცია მიმართავდა რა მოსარჩელე მხარეს, სთხოვდა, რომ მასვე გამოეყო კომისია, რომელიც მის მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხს შეამოწმებდა და გაეტანა უკვე დამზადებული და დასაწყობებული საქონელი, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის 29 იანვარის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე უკვე დაამზადა ხიდის განძელები და საისრე გადამყვანი ძელები, ამასთან აცნობა, რომ „დამტკიცების შემდეგ CR თანდათანობით გაწმენდავს ადგილს და როდესაც ის იქნება თავისუფალი“, დამატებით აცნობებდა საქონლის გამოგზავნის თაობაზე.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------” არაერთი და დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად შპს „ჩ-----------------------------------------------------------------------–---–--“ არ გაიტანა დასაწყობებული პროდუქცია და არც შეთანხმებულა მხარესთან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------” მიერ არათუ არ დარღვეულა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მისი ნებით, არამედ მან სწორედ გულისხმიერი და კეთილსინდიერი დამოკიდებულებით განახორციელა ვალდებულება მოსარჩელესთან მიმართებაში.
თუმცა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის 10 ივნისის პირობები მოპასუხის მიერ დარღვეულია, თუმცა აღნიშნული გამომდინარეობს თავად მოსარჩელის ქმედებიდან, მაგალითად, ეს უკანასკნელი არ იღებს დამზადებულ პროდუქციას, არ ურიცხავს პროდუქციის ღირებულების თანხას, რაც თავისთავად უკვე გამორიცხავს ხელშეკრულების პირობების შესრულებას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, რის გამოც მე-3 სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
2.34. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.
ამავე კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე შპს „ჩ-------------------------------------------- მ-------------------------–---–--“ უნდა მიიღოს ის პროდუქცია, რომელიც შპს ”ს----------–----–---–--–----------------“ მიერ უკვე დამზადებულია და დასაწყობებულია მისსავე ტერიტორიაზე. ის გარემოება, რომ შესაძლოა მოსარჩელეს არ ჰქონდეს საკმარისი ტერიტორიაზე აღნიშნული პროდუქციის დასაწყობებისთვის ან იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი მხოლოდ „გამტარ კომპანიას“ წარმოადგენს და მან სწორედ ს/ს „ს----------–---------------“ უნდა მიაწოდოს საქონელი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხები არის ტექნიკური ხასიათის, რომლის მოგვარების ვალდებულებაც, როგორც იურიდიულ პირს, როგორც კომპანიას და როგორც არაერთი ხელშკრულების მხარეს, თავად უნდა განახორციელოს. ვინაიდან საქონლის მიღების ვალდებულება მოსარჩელეს როგორც ხელშეკრულებით, ასევე კანონით აქვს განსაზღვრული, შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის პირველი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უკვე დამზადებული პროდუქცია შპს „ს----------–----–---–--–----------------“ თავისსავე ტერიტორიაზე აქვს დასაწყობებული 2013 წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე, შესაბამისად, საფუძლიანიანად იქნა მიჩნეული მხარის მოთხოვნა პროდუქციის შენახვის ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილია რა აუდიტის შეფასებები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულის საწინააღმდგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
შემოსავალთან დაკავშირებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი), შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა და აუდიტის შეფასებები იმის თაობაზე, თუ რას მიიღებდა იგი მოგების სახით, თუკი 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება სრულად შესრულდებოდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარე არ დაარღვევდა მის პირობებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, რის გამოც დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ მითითებული სადავო გარემოება.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ჯერ კიდევ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს, მას შემდეგ რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სასამართლოს განჩინება, ამ უკანასკნელმა წარმოადგინა მესამე პირებთან დადებული არაერთი ხელშეკრულება, რაც საფუძველი გახდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ფულად სახსრებზე ყადაღის მოხსნისა.
ამდენად, საქმეში არსებული და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების შეუსრულებლობა ნამდვილად გამოიწვევდა შპს „ს----------–----–---–--–----------------თვის”, როგორც პროდუქციის მწარმოებლისთვის, დამამზადებლისთვის, რომელიც საკუთარი თანხებით იძენს პროდუქციას საზღვარგარეთ, ახდენს მის იმპორტს და შემდეგ კი ამზადებს მხოლოდ კონკრეტული მიმართულების - სარკინიგზო ძელებსა და შპალებს, ზიანის მიყენებას მიუღებელი შემოსავლის სახით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ ნაწილში შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
საქართველოს სამოქალაქო ოდექსის 637-ე მუხლის მიხედვით, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითადი სარჩელით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო შეგებებული სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით ხელშეკრულების თანახმად მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქ. თ---–-------------------------------–-, მისაწოდებელი პროდუქციის ფასი მოიცავდა ტრანსპორტირების ფასს.
3.2. აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა 2014 წლის 17 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხის განძელების და საისრე გადამყვანების დაზიანება გამოწვეულია მათი შენახვის პირობების დარღვევით, კერძოდ კი მათი ღია ცის ქვეშ განთავსებით. ხის განძელის საექსპლოატაციო პერიოდი შეადგენს 15-20 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში კი ხის განძელები მოთავსებულია ლიანდაგში და რაღა თქმა უნდა ღია ცის ქვეშ სხვადასხვა კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პირობებში, წელიწადის ყველა დროის განმავლობაში.
3.3. აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას ავანსად ჩარიცხული თანხის უსაფუძვლო გამდიდრებად არ ჩათვლის თაობაზე. აპელანტის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი სწორედ ასეთ შემთხვევას მიიჩნევს უსაფუძვლო გამდიდრებად, კერძოდ მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს თანხა ავანსის სახით, რის სანაცვლოდაც ხელშეკრულების თანახმად, გარკვეული დროის განმავლობაში და გარკვეული რაოდენობით პროდუქცია ჯერ უნდა დაემზადებინა, შემდეგ კი მიეწოდებინა. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გადახდილი თანხის ღირებულების პროდუქცია მიწოდებული არ არის. ასევე, დადგენილია, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყდა. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული, ექვემდებარება დაბრუნებას. სასამართლოს მხრიდან საბანკო გარანტიაზე მითითება არასწორია.
3.4. აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მას ქარხნის ტერიტრიაზე არსებული პროდუქციის გატანა ვინაიდან, დაუდგენელია თუ რა სახის, რა რაოდენობის და რა ხარისხის პროდუქციაა განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე. ამასთან, ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილია და მას არ აქვს არანაირი ვალდებულება მიიღოს მოპასუხისგან პროდუქცია. ასევე ფაქტია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასულია ოთხი წელი და მას დაკარგული აქვს ყველანაირი ინტერესი ხელშეკრულების საგნის მიმართ. (თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი შეჩერებულია)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჩ-------------------------------------------- მ----------------------–---–--“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული პრეტენზიების გათვალისწინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მიწოდებულ იქნა თუ არა გამყიდვ--–-- მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი და იყო თუ არა მიწოდებული საქონელი ნივთობრივად ნაკლიანი, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდვ--–-- ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნაყიდი ქონება, ხოლო მყიდვ--–-- - მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის საგნის მიწოდების მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება, ხოლო მიწოდებული საგანი ნაკლიანია თუ არა (პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში) - მყიდველს. პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
დადგენილია, რომ 2012 წლის 10 ივნისს, ერთი მხრივ, შპს ,,ჩ-------------------------------- მ--------------------–--–-’’ (,,შემსყიდველი’’) და, მეორე მხრივ, შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ შორის (,,მიმწოდებელი’’) დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შემსყიდვ--–--თვის მის მიერ დაკვეთილი წიწვოვანი წარმომავლობის მასალისგან დამზადებული და ქვანახშირის ზეთით გაჟღენთილი (კრეოზოტი) ხის ძელების (შპალი, კოჭი) დამზადება და მიწოდება განისაზღვრა. კერძოდ, ა) ГОСТ 78-2004 -ის მიხედვით ხის ძელები (განიერ ლიანდაგიანი სარკინიგზო მაგისტალებისთვის), A ტიპის პირველი კატეგორიის, პირველი ხარისხის ზომით 180x250x2750 მმ (5მმ), რაოდენობა-16064 ცალი. ბ) ГОСТ 28450-90-ის მიხედვით ხის სახიდე ძელები, ზომით 200x240x3250 მმ, რაოდენობა - 322 ცალი. გ) ГОСТ 8816-2003 ის მიხედვით ხის ძელები ისრული გადამყვანებისთვის, რაოდენობა - 1/11 ტიპის - 61 კომპლექტი; 1/9 ტიპის - 1 კომპლექტი.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 15 აგვისტოს №-- წერილით ირკვევა, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს შპს „ს----------–----–---–--–------------------’’ შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ აცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ჰქონდა მისთვის 62 კომპლექტი საისრე გადამყვანი ძელების მიწოდების ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით მას უკვე დამზადებული ჰქონდა 21 კომპლექტი. დამზადებული პროდუქციის დროულად მიწოდების მიზნით, შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ შპს „ჩ-------------------------------------------- მ--------------------–---–-“ სთხოვდა კომისიის გამოყოფას მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად.
2012 წლის 29 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ შპს „ს----------–----–---–--–------------------“ წერილით კვლავ მიმართა შპს „ჩ----------------------------------------------------------------------–---–--“ დირექტორს და აცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისის №1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს----------–----–---–--–----------------“ გაჟღენთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 21 კომპლექტი, რომლებიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გასაგზავნად. ასევე დამზადებული იყო A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 20 კომპლექტი და ხიდის ძელი 322 ცალი. ამავე წერილში შპს ,,ს----------–----–---–--–---------------- დირექტორი აღნიშნავდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ჩ-------------------------------------------------------ს მ---------------------–---–-“ დასაცლელი და დასაწყობებული ტერიტორიის არ ქონის გამო აფერხებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახებოდა მხარეთა შორის ურთიერთობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ შემსყიდველს სთავაზობდა სპეციალური კომისიის შექმნას, პროდუქციის ხარისხის შემოწმების და საპასუხისმგებლო შენახვაზე აქტის გაფორმების მიზნით.
შპს ,,ს----------–----–---–--–------------------’’ 2012 წლის 19 ნოემბრის №-- წერილით შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ კვლავ აცნობა, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვიდან გაჟღენთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 41 კომპლექტი, ხიდის ძელი 322 ცალი და 3000 ცალი პირველი კატეგორიის შპალი, რომლებიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გასაგზავნად. მითითებულ წერილებში მოპასუხე მხარე ითხოვდა სპეციალური კომიიის შექმნას, პროდუქციის ხარისხის შემოწმების და საპასუხისმგებლო შენახვაზე აქტის გაფორმების მიზნით.
2013 წლის 18 იანვრის შპს „ს----------–----–---–--–----------------“ №-- წერილით, მოსარჩელე მხარის დირექციას კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მას 2012 წლის ოქტომბრიდან გაჟღენთილი ჰქონდა A----- ტიპის საისრე გადამყვანი ძელი 41 კომპლექტი, ხიდის ძელი 322 ცალი, რომელიც მზად იყო ვაგონებში ჩასატვირთად და სადგურ ვ--––- გასაგზავნად. ამავე წერილში აღინიშნა, რომ #--------------–-------------------- წლის წერილების საფუძველზე გამოყოფილი იქნა კომისია შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ წარმომადგენლის ტ--------------, კომპანია ILF-ის რკინიგზის ინფრასტრუქტურის ინჟინერის პ----–------------, ასევე ILF-ის რკინიგზის ინფრასტრუქტურის ინჟინერი გ-----------–-----------ს სახით, რომლებმაც ქარხნის წარმომადგენელ ვ----–----–------------ ერთად დაათვალიერეს და ინსპექტირება ჩაუტარეს ამავე წერილში დასახელებულ პროდუქციას. წარმომადგენლების მიერ მიღებული დასკვნის თანახმად პროდუქცია დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული. წერილში ასევე აღინიშნა იმის შესახებ, რომ ტ-------------- სიტყვიერი ინფორმაციით, სს ს----------–--------------ში პროდუქციის დასასაწყობებელი ადგილის არ არსებობის გამო, კვლავ ფერხდებოდა პროდუქციის მიღება. იმაზე მითითებით, რომ ქარხანა წარმოადგენდა მოქმედ ორგანიზაციას და იგი არ წარმოადგენდა სასაწყობე ტერიტორიას შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მოითხოვდა პროდუქციის ტერიტორიიდან გატანას, წინააღმდეგ შემთხვევაში აცნობებდა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან დაუწესებდა გადასახადს პროდუქციის შენახვისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2013 წლის 29 იანვარს, შპს „ჩ--------------------------------------------ა“ და სს „ხ----–----“ ერთობლივი საწარმოს მიერ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ წერილობით ეცნობა, რომ „გარკვეული პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რაც ... ქარხანამ დაამზადა ხის განძელები და საისრე გადამყვანი ძელები... ამჟამად ლიანდაგის დაგების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამავე დროს ს----------–--------------- უკვე შეათანხმა და ინჟინრებთან ერთად მოინახულეს ადგილი და შეამოწმეს ხის განძელები. დამტკიცების შემდეგ CR თანდათანობით გაწმენდავს ადგილს და როდესაც ის იქნება თავისუფალი, დამატებით გაცნობებთ საქონლის გამოგზავნის თაობაზე“.
შპს „ს----------–----–---–--–----------------“ 2013 წლის 23 მაისის №-- წერილით ეს უკანასკნელი კვლავ აცნობებდა შპს „ჩ------------------------------------------------------------------–---–-“ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პროდუქციის მზაობის და მისი გატანის უზრუნველყოფის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ უთითებდა სასაწყობო მეურნეობის არარსებობის შესახებ და იხსნიდა პასუხისმგებლობას ატმოსფერული და სხვა სახის ზემოქმედების შედეგად პროდუქციის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით.
2013 წლის 12 აგვისტოს №----- წერილით შპს „ს----------–----–---–--–----------------მ“ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მხრიდან იგნორირებული იქნა შპს „ს----------–----–---–--–----------------’’ არაერთი წერილობითი მიმართვა, მოთხოვნილი იქნა 10.06.2012 წლის ხელშკრულების შეწყვეტის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ მიუხედავად პროდუქციის მზაობის შესახებ გაგზავნილი არაერთი შეტყობინებისა შპს „ჩ-------------------------------------------- მ--------------------–---–--“ მიერ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------გან’’ 10.06.2012 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად, დადგენილია, რომ გამყიდველმა მიაწოდა მყიდველს შეთანხმებული პროდუქცია.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ 1 156 237,50 ლარის გადახდა პროდუქციის ღირებულების ანგარიშში, განხორციელებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 10 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელმა შემსყიდვ--–--თვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ წიწვოვანი მასალისგან დამზადებული და ქვანახშირის ზეთით გაჟღენთილი ხის ძელების დამზადება და მიწოდება იკისრა. დადგენილია, რომ 2012 წლის 05 ივლისს შემსყიდვ--–-- მიერ მიმწოდებლის სასარგებლოდ ავანსის სახით გადახდილი იქნა 1 165 046,50 ლარი, ხოლო შემსყიდვ--–-- სასარგებლოდ გაცემული იქნა საბანკო გარანტია ავანსის ოდენობით. დადგენილია, რომ დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჩ---------------------------------------------ს მ----------------------–--–--“ შესრულების ნაწილი მიიღო, პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ პროდუქციის მზაობის და მისი გატანის მიზნით შესაბამისი აქტის გაფორმების მოთხოვნით არაერთი შეტყობინების მიუხედავად შპს „ჩ---------------------------------------------ს მ---------------------–---–--“ მიერ პროდუქცია გატანილი არ იქნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2013 წლის 29 იანვარს შპს ,,ს----------–----–---–--–---------------’’ შპს „ჩ---------------------------------------------ს-----------------------–--–-----“ ეცნობა, რომ ინჟინრების მიერ მონახულებული და შემოწმებული იქნა დამზადებული ხის განძელები და შესაბამისი ადგილის გათავისუფლებისთანავე შემსრულებელს მიაწვდიდა ინფორმაციას საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2013 წლის იანვარში შპს „ჩ---------------------------------------------ს-----------------------–--–-“ აფიქსირებდა ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენას და მზაობას უკვე დამზადებული პროდუქციის გატანის შესახებ. უფრო მეტიც, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად მიმწოდებლის არაერთი წერილობითი მოთხოვნისა უკვე დამზადებული პროდუქციის გატანის შესახებ, შემკვეთს არც ერთ ეტაპზე არ უცნობებია მისი მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიდის დასკვანამდე, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის განხორცილებული შესრულება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება დაბრუნებას არ ექვემდებარება. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია მოპასუხისთვის თანხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემის და აღნიშნული თანხის მისთვის უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ პალატა ასკვნის, რომ ასეთ შემთხვევაში არ არსებობს მიუღებელი შემოსავალი და შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. 2013 წლის 29 იანვრის წერილით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ საქონლის მიღება შეფერხებული იყო მისი ბრალით, კერძოდ, თავისუფალი ადგილის არ არსებობის საფუძვლით, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მიუხედავად ხელშეკრულების პირობების დარღვევისა, აღნიშნული დარღვევა შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ ბრალით გამოწვეული არ ყოფილა.
4.2. რაც შეეხება იყო თუ არა ნაკლიანი შესრულება, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--თვის’’ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, 2012 წლის 31 აგვისტოს, ამავე წლის 07 სექტემბრის, 21 სექტემბრის და 9 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით მიწოდებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის პროდუქცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებლად მიჩნევის მიზნებისთვის პალატა ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს და მტკიცებულებებს:
2012 წლის 31 აგვისტოს, ერთი მხრივ, შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ დირექტორს ა-----–-----–-–---–- და მეორე მხრივ, შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–-- წარმომადგენელს ტ------------- შორის ქ.გორში შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ჩ-------------------------------------------- მ----------------------–---–-- „შეამოწმა და მიიღო (ჩაიბარა)“ ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი საისრე გადამყვანი 1/11 ტიპის ძელების 20 და 1/9 ტიპის ძელების 1 კომპლექტი. მხარეებმა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მიღებული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-90 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით). ამავე აქტით დადგინდა, რომ პროდუქცია შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ ხარჯებით ქ.თბილისში სადგურ ვ--––- მიწოდებული იქნებოდა შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--თვის“.
ნიშანდობლივია, რომ შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მიერ ზემოაღნიშნული აქტით მიღებული პროდუქცია 2012 წლის 3 დეკემბერს მიწოდებულ იქნა ს/ს „ჯ---------------–---------------–---------“, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
2012 წლის 7 სექტემბერს მხარეთა შორის ქ. გორში შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------თან“ 2012 წელს დადებული №1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შემოწმებული და მიღებული იქნა (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 750 ცალი. მხარეებმა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მიღებული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშულებებით). ამავე აქტით დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქცია შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ ხარჯებით ქ. თბილისში სადგურ ვ--––- მიწოდებული იქნებოდა შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--თვის.’’
აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მიწოდებული პროდუქცია მოსარჩელის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს გადაეცა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
2012 წლის 21 სექტემბერს ქ.გორში მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ შემოწმებული და მიღებული იქნა (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 1176 (ერთი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ცალი. მხარეებმა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ აღნიშნული პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით). ამავე აქტით დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქცია შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ ხარჯებით ქ. თბილისში სადგურ ვ--––- მიწოდებული იქნებოდა შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--თვის’’.
აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მიწოდებული პროდუქცია მოსარჩელის მიერ 2012 წლის 25 სექტემბერს გადაეცა ს/ს „ჯ---------------–---------------–---“, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
2012 წლის 9 ოქტომბერს ქ. გორში მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------სთან“ 2012 წელს დადებული 1--------- ხელშეკრულების საფუძველზე შემოწმებული და მიღებული იქნა (ჩაიბარა) ქვანახშირის ზეთით (კრეაზოტით) გაჟღენთილი ხის განძელი (შპალი) პირველი ტიპის 1435 (ერთი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ცალი. მხარეებმა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტებს გოსტი 20022,5-93 (ხის მერქნის დაცვა, ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებებით). ამავე აქტით დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქცია შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ ხარჯებით ქ. თბილისში სადგურ ვ--––- მიწოდებული იქნებოდა შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--თვის’’.
შპს „ს----------–----–---–--–-----------------“ მიერ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მიწოდებული პროდუქცია შპს ,,ჩ-------------------------------------------------------------------–---–--’’ მიერ 2012 წლის 10 ოქტომბერს გადაცემული იქნა ს/ს „ჯ---------------–---------------–---------,“ რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით №S-----.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე რკინიგზის ინფრასტუქტურის ინჟინერის პ----–------------ 2012 წლის 12 სექტემბერის წერილზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის და შეფასების შედეგად ინჟინერმა განაცხადა შემდეგი: საქართველოს შპალების გადამამუშავებელი ქარხნის ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (პასპორტი #3) გაცემულია 750 ერთეულზე, გაჟღენთილი ხის შპალები ინჟინრისათვის მისაღებია. პ----–------------ 2012 წლის 05 ნოემბრის წერილში სადაც საუბარია ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, მითითებულია ასევე, რომ გაჟღენთილი ძელების 21 კომპლექტი (20-1/11 და 1-1/9) ხარისხიანია და მათი გამოყენება შესაძლებელია შემოვლითი პროექტის გზის სამუშაოებზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის მოხსენებებზე. კერძოდ, 2012 წლის 21 სექტემბრის №--- მოხსნების მიხედვით ირკვევა, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები მიწვეული იქნენ გორში მდებარე შპალების გადამამუშავეელ ქარხანაში ქვანახშირის ზეთით (კრეოზოტით) გაჟღენთილი ხის შპალების შემოწმების და ხარისხს განსაზღვრისთვის. ექსპერტის მოხსენების თანახმად დგინდება, რომ პროდუქცია - გაჟღენთილი ხის შპალები, საისრე გადამყვანი ძელები და ხიდის ძელები აკმაყოფილებდა სტანდარტებს ГОСТ 20022 0-93; ГОСТ 20022 5-93. შპალები შენახული და დამზადებული იყო გადასაზიდად ვ--–-- სადგურზე მდებარე სარკინიგზო საამწყობრო ბაზაზე. მოხსენების თანახმად, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შპალების ვიზუალურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მიღებული შედეგები აკმაყოფილებდა სარკინიგზო სამუშაოებზე არსებულ მოთხოვნებს.
ექსპერტის 2012 წლის 5 ოქტომბრის №--- მოხსენების თანახმად, დგინდება, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ინჟინრებმა დაათვალიერეს ვიზუალური და სივრცითი შემოწმებისათვის განკუთვნილი ხის შპალების შესაბამისობა. შემთხვევით შერჩეული შპალების ვიზუალური და სივრცითი შემოწმება დამაკმაყოფილებული და მისაღები იყო სარკინიგზო სამუშაოებისათვის. ასევე, ვიზუალური შემოწმებით დადგინდა, რომ თეთრი მასალა განკუთვნილი საისრე გადამყვანი ძელებისათვის იყო დამაკმაყოფილებელი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საქონლის ხარისხის და რაოდენობის შემოწმება ევალებოდა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პროდუქცია მიღებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შედეგად, სადაც თავის მხრივ მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პროდუქცია გაჟღენთვის ხარისხით შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტს, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ინჟინერის მიერ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ დამზადებული ხის შპალების ხარისხი ასევე შეფასებულ იქნა დადებითად, უფრო მეტიც, დადგენილია, რომ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ლ---------------’’ მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტი პრინციპალის - შპს „ს----------–----–---–--–-----------------“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბენეფიციარის - შპს „ჩ--------------------------------------------- მ---------------------–---–--” მიმართ გამოუთხოვად ვალდებულებას კისრულობდა პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 5 საბანკო დღის ვადაში გადაეხადა თანხა 1 165 046,50 ლარის ფარგლებში, აღნიშნული კი, შპს „ჩ----------------------------------------------- მ---------------------–---–--” მიერ გამოყენებული არ ყოფილა და საბოლოოდ გარანტია გაუქმებულ იქნა, იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ შპს ,,ს----------–----–----–---------------- მიერ შპს „ჩ--------------------------------------------- მ---------------------–---–--თვის” 2012 წლის 31 აგვისტოს, ამავე წლის 7 სექტემბრის, 21 სექტემბრის და 9 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით მიწოდებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის პროდუქცია. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-’’ შპს ,,ს----------–----–---–--–-----------------------’’ ნივთის ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნივთის ახლით შეცვლის მოთხოვნით არ მიუმართავს და არც პრეტენზია გამოუთქვამს მათ დაგვიანებით მიწოდებაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს სს ,,ს----------–---------------’’ მიმართვის საფუძველზე ჩატარებულ 2014 წლის 17 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნას. კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სს „ს----------–---------------“ ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტის სასაწყობო ბაზაში შესანახად დასაწყობებული ისრული გადამყვანი ძელები (21 კომპლექტი) და ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული ხის განძელები (3361 ცალი), რომელიც შპს „ჩ--------------------------------------------“ მიერ უნდა გადასცემოდა სს „ს----------–---------------“, მათი შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი ისრული გადამყვანი ძელების 21 კომპლექტიდან ექსპლუატაციისათვის ვარგისიანად ჩაითვალა 16 კომპლექტი. დარჩენილი 400 ცალი დაუკომპლექტებელი ისრული გადამყვანი ძელებიდან 243 თავისი პარამეტრებით ვარგისი იყო შემდგომი გამოყენებისთვის.
ლიანდაგის სამშენებლო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში დასაწყობებული ხის განძელების (3361 ცალი) ვიზუალური დათვალიერების, გეომეტრიული პარამეტრები და ბზარების მონიტორინგის შემდეგ ექსპლუატაციისათვის ვარგისად ჩაითვალა 1000 ცალი ხის განძელი. გეომეტრიული ფორმის დარღვევის გამო ექსპლუატაციისათვის უვარგისად ჩაითვალა 103 ცალი განძელი. მსხვილი კორძების გამო დაწუნებული იქნა 312 ცალი განძელი, შრობის და გაჟღენთვის შემდგომი ბზარების გამო დაწუნებული იქნა 1916 ცალი განძელი. აქედან დაახლოებით 17-18% ბზარების არის რადიანული და დახრილი ბოჭკოებით (10%) და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (ГОСТ 78-2004) ექსპლუატაციაში გამოყენება დაუშვებელი იყო, ხოლო დარჩენილი დაბზარული განძელების გამოყენება შესაძლებელი იყო შესაბამისი დამუშავების შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „ჩ--------------------------------------------- მ---------------------–--–-“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სს ,,ს----------–-------------------’’ და შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ მიწოდებულ პროდუქციას ქვეკონტრაქტორის მეშვეობით სწორედ სს ,,ს----------–---------------’’ აწვდიდა, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ ს----------–--------------- მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ექსპერტის მიერ სწორედ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ დამზადებული პროდუქცია იქნა დაწუნებული. აღნიშნულთან მიმართებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ როგორც დასკვნით ირკვევა ექსპერტის მიერ გამოკვეულია იმაზე მეტი მასალა, ვიდრე აღნიშნული პერიოდისთვის შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ მოსარჩელისთვის იყო მიწოდებული.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე შპს ,,ს----------–--------------------–-----------------–--------’’ 2015 წლის 22 აპრილის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ქ.თბილისის ს------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ს----------–--------------- აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს სასაწყობო ბაზაში და ლიანდაგის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი საისრე გადამყვანი ძელების №1/11 (20 კომპლექტი), №1/1 (1 კომპლექტი) და ხის გაჟღენთილი განძელების (რაოდენობით 2361 ცალი) ნაწილი დაზიანებულია, მათი ხანგრძლივ პერიოდში (2 წელი და 8 თვე) არასწორი შენახვის გამო და ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს, რადგან დარღვეულია ძელებისა და განძელების შენახვის ყველა პირობა, რომელიც გათვალისწინებულია გოსტის მიხედვით (თანახმად სამოქმედო ინსტრუქციისა ЦП-410 და ТУ 32ЦП 56277). ძელები იმყოფება ღია ცის ქვეშ, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება გაბზარვისა და გახეთქვის სახით, რაც წინაპირობაა განძელებში სიდამპლის წარმოშობისა. დღევანდელი მდგომარეობით მათი ნაწილის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ისინი ვეღარ პასუხობენ სტანდარტის პირობებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2016 წლის 26 თებერვლის დასკვნის თანახმად, სადგური ვ--–-- - სს „ს----------–---------------“ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს სასაწყობო ბაზის და ლიანდაგების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ხის გაჟღენთილი განძელების და საისრე გადამყვანი ძელების შენახვის წესები, დამკვეთის (შპს „ს----------–----–---–--–----------------“) მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციების მოთხოვნის შესაბამისად არ არის დაცული. დასაწყობების მოთხოვნილი პირობების დარღვევის გამო, ხის განძელებში და საისრე გადამყვან ძელებში, მზის გამოსხივების, ბზარებში მოხვედრილი წყლის ციკლური გაყინვა-გალღობის ზემოქმედების შედეგად არსებული (დასაშვები) შეშრობის ბზარები დიდდება, შიშვლდება გაჟღენთილი ხის ნაწილი და მათში მოხვედრილი წყალი, მტვერი და ქვიშა ხელს უწყობს მის დალპობას. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ მიერ მიწოდებული ძელებისა და განძელების შესაძლო იდენტიფიკაციის დადგენა არ შედიოდა საინჟინრო ექსპერტიზის კომპეტენციაში. დამატებითი კითხვის პასუხად სარემონტო სამმართველოს თბილისის მექანიზირებულ ბაზაში შემოწმებული იქნა ბაზის დასავლეთი მხარეს (პირობითად) და მის მიმდებარედ განთავსებული ხის განძელები.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია არც ზემოაღნიშნული დასკვნები შეიცავს მითითებას მასზედ, რომ დაწუნებული საისრე გადამყვანი ძელები და ხის გაჟღენთილი განძელები დამზადებული იყო სწორედ შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ორივე დასკვნაში ექსპერტი იმ გარემოებაზე უთითებს, რომ ქ. თბილისის სადგური ვ--–-- ტერიტორიაზე სს „ს----------–---------------“ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს სასაწყობო ბაზის და ლიანდაგების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ხის გაჟღენთილი განძელების და საისრე გადამყვანი ძელების ნაწილი დაზიანებულია მათი შენახვის წესების დაუცველობის გამო. შპს ”ჩ---------------------------------------------------- მ---------------------–---–--” (შემსყიდველი) მიერ დარღვეულია 10.06.2012 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნივთის მიღების და ფასის გადახდის შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით სწორედ ამ უკანასკნელეზე გადავიდა ნივთების შენახვის ხარჯის გადახდის და ამ ნივთების შემთხვევით დაზიანების რისკები (სკ-ის . აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ 2014 წლის 17 ნოემბრის დასკვნით შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ მიერ დამზადებული პროდუქციის დაწუნების დადასტურების პირობებშიც კი, არ არსებობს მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი, რომ შპს ,,ს---------–----–---–--–----------------“ მიერ შპს ,,ჩ--------------------------------------------თვის’’ ნაკლიანი პროდუქცია იქნა მიწოდებული.
აქვე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს სკ-ის 495-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტმა სამოქალაქო რისკის გულმოდგინედ შეფასებით იგი მინიმუმადე დაიყვანოს. ნივთის შეძენისას მყიდვ--–-- წინდახედულების მასშტაბი გონივრული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რომელშიდაც ხდება ხელშეკრულების დადება. აღნიშნულ მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება ეკისრება. შემოწმების ვალდებულების განხორციელების შემდეგ ნივთის ნაკლის თაობაზე გამყიდვ--–-- წინაშე პრეტენზიის წარუდგენლობა მყიდველს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას უკარგავს, რა დროსაც, ივარაუდება, რომ მყიდვ--–-- გაცნობიერებული ან წინდაუხედავი ქმედების გამო მის საკუთრებაში ნივთი ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, როგორიც იგი ძველი მესაკუთრის ხელში იყო. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლების დაკარგვაში კი, მოიაზრება ყველა ის უფლება, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 490-ე-493-ე მუხლებით აღჭურვილია მყიდველი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების, ასევე გამოუსწორებელი ნაკლის შემთვევაში სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-’’ შპს ,,ს----------–----–---–--–-----------------------’’ ნივთის ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნივთის ახლით შეცვლის მოთხოვნით არ მიუმართავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხარეთა შორის გაფორმდა პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა დადასტურდა, მყიდველი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში და წინდახედულების სტანდარტი უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დარღვია, რაც გამოიხატება, როგორც მეწარმე სუბიექტის ნივთის შემოწმების ვალდებულების დარღვევაში, ისე შემოწმების შემდეგ პრეტენზიის წარუდგნელობაში.
ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა და იგი ნამდვილად ითვლება როდესაც მეორე მხარეს მიუვა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და აღნიშნულს არც აპელანტი უარყოფს, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით გამყიდვ--–--ათვის არ მიუმართავს. პალატა უზენაესი სასამართლოს მითითების საფუძველზე განმარტავს, რომ მყიდველს პრეტენზია არც სკ-ის 493-ე მუხლით დადგენილი ნორმატიულ წინაპირობების გათვალისწინებით გამოუთქვამს. ნივთის მიღებაზე უარი/დაყოვნება განპირობებული არ ყოფილა საქონლის შეთნხმებულზე ნაკლები ოდენობით მიწოდებით. მყიდველი ვალდებული იყო გამყიდვ--–--ათვის პრეტენზია წარედგინა არამხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოეხდინა სკ-ის 495-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომის რისკის პრევენცია (იხ.ზემოთ), არამედ აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სკ-ის ზოგადი პრინციპებიდან, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეთა მოვალეობა მხოლოდ ვალდებულების შესრულების ჭრილში კი არ უნდა იქნეს განხილული, არამედ მხარეებს ევალებათ განსაკუთრებული გულისხმიერებით მოექცნენ მეორე მხარის უფლებასა თუ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინება. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ობიექტური დამკვირვებელი თუ მიუკერძოებელი პირი სამართლიანად შეაფასებდა. ხელშეკრულების მხარეებმა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. შესაბამისად, კეთილსინდისიერი ქცევის მინიმალური სტანდარტი ავალდებულებდა შპს „ჩ-------------------------------------------“ მოეხდინა გამყიდვ--–-- ინფორმირება ხელშეკრულებასთან დაკავშირებული უთანხმოების თაობაზე, რაც განაპირობებდა მეორე მხარის მიერ უკვე დამზადებულ პროდუქციასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, შეემცირებინა მიუღებელი საქონლის შენახვის ხარჯი და ა.შ.
4.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდვ--–-- ვალდებულებას წარმოადგენს ფასის გადახდა და ნასყიდობის საგნის მიღება.
მყიდვ--–-- მიერ შესრულების მიღების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს გამყიდვ--–-- მიერ მყიდვ--–-- მიმართ განხორციელებად მოთხოვნას. თუ რა მოქმედებები უნდა განახორციელოს კონკრეტულად მყიდველმა, დამოკიდებულია იმაზე, შეთანახმებული შესრულება მიტანის, გაგზავნისა თუ წაღების ვალდებულებას ითვალსიწინებს. მყიდვ--–-- მიერ მიღების ვალდებულების დარღვევა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას წარმოადგენს და გამყიდველს წარმოუშობს ვალდებულების დარღვევის შესაბამისი მეორადი მოთხოვნების სრულ უფლებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ის პასუხისმგებელი ხდება ასევე 393-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯებისათვის. ამასთანავე, ნივთის შემთხვევითი დაღუპვისა და გაფუჭების რისკი სწორედ მასზე გადადის. მხარეებს 477-ე მუხლით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებასთან ერთად ეკისრებათ 316-ე მუხლის შესაბამისი არა ძირითადი ვალდებულებები. არა ძირითადი ვალდებულებები უშუალოდ არ არის დაკავშირებული ძირითად ვალდებულებასთან, თუმცა მისგან გამომდინარეობს. ამ ვალდებულებათა შინაარსის განსაზღვრა ვალდებულების წარმოშობის მომენტში ხშირად შეუძლებელიცაა და მისი დაკონკრეტება ვალდებულების განხორციელების პროცესში ხდება. არაძირითადი ვალდებულებები იმიჯნება შესრულებასთან დაკავშირებულ და დაცვითი „ფუნქციის“ მქონე ვალდებულებებად. მაგალითად, შესრულებასთან დაკავშირებულია ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება (მაგ. ნივთთან დაკავშირებული რისკებისა თუ ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ), ასევე მოვალისათვის ვალდებულების შესრულებაში ხელშეწყობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდვ--–--, ამ შემთხვევაში შპს ”ჩ---------------------------------------------------- მ---------------------–---–--” მიერ დარღვეულია 10.06.2012 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნივთის მიღების და ფასის გადახდის შესახებ, რამაც, თავის მხრივ, გამყიდველს წარმოუშვა მეორადი მოთხოვნების განხორცილების უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს----------–----–---–--–---------------- შეგებებული სარჩელის მოთხოვნებია: 1. დაევალოს შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-“ 2012 წლის 10 ივნისს №1--------- ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად დამზადებული საქონლის: ხიდის ძელი - 322 ცალი; საისრე გადამყვანი ძელი - 41 კომპლექტი, რაც შეიცავს 3280 ცალ სხვადასხვა ზომის განძელს და 3000 ცალი ხის განძელი ზომით 180*250*2750მმ მიღება. 2. შპს „ჩ------------------------------------------------------------–---–-“ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით საქონლის შენახვის ხარჯის 120 802,50 ლარის და სასაწყობე 619,50 კვ.მ. ფართის სარგებლობისთვის 2016 წლის 01 აპრილიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 3097,50 ლარის გადახდა; 3. შპს „ჩ------------------------------------------------------------------------–---–-“ შპს „ს----------–----–---–--–----------------“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 331 068,38 ლარის გადახდა.
ინდივიდუალური აუდიტორის ი-–-----------–-- 2015 წლის 19 მაისის №----- აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ საბუღალტრო მონაცემების თანახმად 2015 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით ქარხნის ტერიტორიაზე ფიქსირდება 322 ცალი ხიდის ძელი, 45 კომპლექტი საისრე გადამყვანი ძელი და 5804 ცალი ხის განძელი ზომით 2,75მ. (ტ.3. ს.ფ. 122-123)
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მარტს შედგენილია ოქმი №--------- ქ. გ----–-----–------–-- ქ. №----ში განთავსებული გაჟღენთილი ხის განძელების (შპალი) რაოდენობის ფაქტის კონსტატაციის შესახებ. მითითებული გარემოება ასახულია ოქმზე თანდართულ ვიდეო და ფოტო მასალაზე.
ინდივიდუალური აუდიტორ ი-–---------–-- 2015 წლის 25 დეკემბრის №----- აუდიტორული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ. გ------ პერიფერიული ზონის ერთი კვადრატული მეტრის სასაწყობო ფართის საბაზისო ღირებულება 2012-2015 წლებში ერთი კვადრატული მეტრის გაქირავების შემთხვევაში ქირა მერყეობდა 5-დან 6 ლარამდე. შპს „ს----------–----–---–--–----------------“ ტერიტორიაზე მზა პროდუქციის მიერ დაკავებული სასაწყობო ფართის რაოდენობა შეადგენს 619,5 კვ.მეტრს. დადგენილი სასაწყობო ფართის რაოდენობიდან გამომდინარე და მინიმალური ქირის ღირებულების გათვალისწინებით, ერთი თვის საიჯარო ქირა შეადგენს 3097,5 ლარს (619,5*5). 2013 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით საიჯარო ქირა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე შეადგენს 11510 (ასთერთმეტი ათას ხუთას ათი) ლარს.
ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- 2015 წლის 25 დეკემბრის №----- აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--“ მიერ ჩარიცხული და ჩასარიცხი თანხის, ასევე წასაღები პროდუქციის გათვალისწინებით შპს „ს----------–----–---–--–------------------“ დაკარგა შემოსავალი 157340,55 ლარის ოდენობით.
ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- 2016 წლის 30 მარტის №-------- აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქარხნის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა 2012 წლის 10 ივნისის #1--------- ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი მოგება, რომელიც უნდა მიეღო შპს ,,ს---------–----–---–--–-----------------’’, მიუღებელმა შემოსავალმა მოგების სახით შეადგინა 270191 ლარი. 2013-2014 წლებში სადეპოზიტო საპროცენტო წლიური განაკვეთი შეადგენდა 6%-ს. სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთზე დაყრდნობით შპს ,,ს----------–----–---–--–----------------’’ გაუნაწილებელ მოგებაზე (270191 ლარზე) დაკარგა შემოსავალი 60877,38 ლარი.
ინდივიდუალური აუდიტორის ი-–---------–-- 2016 წლის 30 მარტის №-------- აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქარხნის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოკვლეული იქნა 2012 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება #1----------ის შესრულების შემთხვევაში შპს ,,ს----------–----–---–---–-----------------’’ მოსალოდნელი მოგება, დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,ს----------–----–---–---–----------------’’ მიუღებელ შემოსავალს მოგების სახით შეადგენს 270 191 ლარი.
იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ შპს ”ჩ---------------------------------------------------- მ---------------------–---–--” (შემსყიდველი) მიერ დარღვეულია 10.06.2012 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნივთის მიღების და ფასის გადახდის შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით სწორედ ამ უკანასკნელეზე გადავიდა ნივთების შენახვის ხარჯის გადახდის და ამ ნივთების შემთხვევით დაზიანების რისკები. თუმცა, პალატა აქვე ყურადღებას მიაცევს იმ გარემოებაზე, რომ დამზადებული პროდუქციის დაზიანებასთან დაკავშირებით შემსყიდვ--–-- მხრიდან რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ნიშანდობლივია, რომ დასაბუთებული შედავება არც მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ---------------------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს გ------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია