1. სეკიურიტიზაციის ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის.

2. სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023