სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(90)
საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. სსკ-ის 487-ე მუხლი ითვალისწინებს უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობას. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 489-ე მუხლის დანაწესით კი, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
საქმე №ას-1329-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. 5.2 კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 489-ე მუხლი და არასწორად მიუსადაგა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ მუხლის დეფინიციას. გამყიდველის ფულადი ვალდებულების წარმოშობა მესამე პირის მიმართ ყოველთვის არ იწვევს უძრავ ნივთზე უფლებრივი ნაკლის არსებობას.
საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. სსკ-ის 489-ე მუხლის შესაბამისად, 1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
საქმე №ას-1476-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…უფლებრივი ნაკლის გამო ხელშეკრულების მოშლის უფლება, რაც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის საგნის ფასის - 4 000 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნების საფუძველს ქმნიდა (სსკ-ის 477-ე, 487-ე, 489.1 მუხლები). 19.2. გამოძიებისთვის თავად პირველი მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს,,ლ.ბ–ში“ ამ უკანასკნელის სესხზე მოსარჩელემ თვიური პროცენტი და დარიცხული ჯარიმები გადაიხადა.
საქმე №ბს-973(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
თავის მხრივ, უდავოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გავრცელება ცალსახა ზეგავლენას ახდენს მის უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც შედეგობრივად განაპირობებს ქონების საბაზრო ღირებულების შემცირებას და შესაძლებელს ხდის, უძრავი ქონების შემცირებული, ხელსაყრელი ღირებულებით შეძენას.
საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
საქმე №ას-1598-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
საქმე №ას-340-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
საქმე №ბს-930(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2020
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, მომავალ ქონება წინარე ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის წარმოშობილი უფლებრივად ნაკლიანი ნივთის გამყიდველის მიერ მყიდველზე გადაცემი გამოწვეული შედეგი არის ხელშეკრულების მხარეებს შორის დასადგენი უფლებები და ვალდებულებები, 489-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნივთი უფლებრივად უნაკლო თუ მესამე პირებს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლების გამო, ასე 490-ე მუხლის თანახმად თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა გამყიდველმა უნდა გამოასწორო ეს ნაკლი.
აპელანტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 489-ე, 490-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მხოლოდ ინდ. მეწარმე „----- ---------ს“ ევალება ნაკლის გამოსწორება და უფლებრივად უნაკლო ნივთის…
მუხლი 4. უფლებრივი ზონირება— ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 489, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-489/