1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:
ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;
ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;
გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება;
დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის;
ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული;
ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1012
- 24.12.2013 კანონი №1831
- 19.06.2012 კანონი №6503
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან,პირისაგან აგრეთვეან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას არ აქვს იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ: ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე; ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული არ არის რეგისტრირებული სააგენტოში; გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხორციელდება;ხდება; დ) დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას/აღრიცხვას,ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არისარის; სააგენტოში; ე) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულიაან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული; ვ) უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებულია/აღრიცხულიაან მასში ცვლილება მას შემდეგ,შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრებად.საკუთრებად იყო აღრიცხული.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 04/01/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება