1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას.
2. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს:
ა) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა ნაკლებია 15 დღეზე;
ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა შეადგენს ან აღემატება 15 დღეს.
3. სატენდერო კომისია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობას განიხილავს მისი/მათი წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
4. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.
5. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზ