1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ თავით დადგენილი თანმიმდევრობით.
2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდა