1. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%. ამ თანხის კონკრეტული ოდენობა ეთითება სისტემაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადაიხდება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სისტემის შესაბამის ველში იტვირთება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, აღნიშნული ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 3 (სამი) სამუშაო დღეს, ხოლო თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ამ თანხის გადახდის წესი და პირობები, მათ შორის ვადა, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სატენდერო კომისიის მიერ განიხილება მისი წარდგენისთანავე, გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.
4. თანხის გადახდასთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი სისტემაში იტვირთება დაუყოვნებლივ, ხელმოწერისთანავე, შესაბამისი სტატუსის მინიჭებით.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება ამ მუხლით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა.
6. ამ მუხლით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობით პრეტენდენტი უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, რაც იწვევს ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
8. კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხა განისაზღვრება, განვლილი პერიოდის მონაცემების საფუძველზე, პროპორციულად.
9. იმ ტენდერებში, სადაც შესყიდვის ობიექტის რაოდენობა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია მინუსის ან/და პლიუსის გათვალისწინებით, თუ ხელშეკრულებები გაფორმდა 100%-ზე ნაკლებ ან 100%-ზე მეტ რაოდენობაზე, შესაძლებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის კორექტირება, თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. პრეტენდენტი ვალდებულია ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია, გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია წარმოდგენილი მონაცემების დაზუსტების მიზნით.
11. გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადის გასვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადახდილი თანხის საკითხი და, დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ამავე ვადაში მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს შესაბამისი თანხის გადახდის მოთხოვნით.
12. კორექტირებული ფასიდან გამომდინარე ზედმეტად გადახდილი ან დასამატებელი თანხის დაბრუნება/დაფარვა ხორციელდება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში და წესი