1. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ოდენობით.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით;

ბ) ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-ის ჩათვლით – თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

3. დაუშვებელია გამარჯვებულ პრეტენდენტს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დასაბუთებული შემთხვევისა.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას, წარედგინება ხელშეკრულების დადებამდე.

5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა