1. პრეტენდენტი ვალდებულია, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით:
ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით;
ბ) საბანკო გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.
2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია შემსყიდველი.
3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.
4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება შესაბამისი ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიმე შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზ