1. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
2. თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-ის ჩათვლით.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (შემდგომში – თეთრი სია) რეგისტრირებული მიმწოდებელი.
5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებით (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციით) ან წერილობითი მოწვევით განსაზღვრული წესით.
7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ან ამ ვალდებულებების გაუქმების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
9. ამ მუხლის შეზღუდვებიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობი