1. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია,  კონკრეტულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხი შეათანხმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადება დაუშვებელია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური შემსყიდველ ორგანიზაციას შესაბამის პასუხს აცნობებენ მიმართვიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. თუ პასუხის გასაცემად საჭიროა დამატებითი ვადა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური უფლებამოსილნი არიან, აღნიშნული ვადა გააგრძელონ 45 დღემდე, რის თაობაზეც, თხუთმეტდღიანი ვადის ამოწურვამდე, წერილობით აცნობებენ შემსყიდველ ორგანიზაციას.

3. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  და საქართველოს დაზვერვის სამსახურს.

4. სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების, ასევე ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზ