1. პირდაპირი შესყიდვა ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ ერთ მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე.

2. პირდაპირი შესყიდვა ხორციელდება, თუ კონკრეტული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს.

3. პირდაპირი შესყიდვა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს, თუ:

ა) კონკრეტულ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება აქვს მხოლოდ ერთ რეზიდენტ მიმწოდებელს;

ბ) საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება უშუალოდ არარეზიდენტი მწარმოებლისგან ან მისი არარეზიდენტი ოფიციალური წარმომადგენლისგან/დილერისგან;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;

დ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ანუ ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;

ე) პირდაპირი შესყიდვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საჯარო ინტერესებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე დაყრდნობით, პირდაპირი შესყიდვის განხორციელების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ