1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურები გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვა არ ტარდება ფასთა გამოკითხვის ან პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე.
2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების შესახებ განცხადება (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაცია) ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurment.gov.ge – შემდგომში –
სისტემა).
3. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) შესაძლებელია მიეთითოს:
ა) მონაცემები, რომლებიც ზოგად ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს ობიექტის შესახებ;
ბ) დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვისა და წინადადების წარდგენისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია;
გ) პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ინფორმაციისა და დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია.
4. დაუშვებელია შესყიდვის განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) მიეთითოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. აღნიშნული გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
5. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წინადადებების მიღების დაწყებამდე.
6. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოცხადების შემდეგ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებით (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციით), განსაზღვრული პირობების დაცვით, დაინტერესებული პირი მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით.
7. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირს.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პრეტენდენტისთვის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციის) შესაბამისად.
9. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განცხადების (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციის) შესაბამისად.
10. დაუშვებელია, პრეტენდენტმა სისტემაში წარადგინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. აღნიშნული გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
11. პრეტენდენტს უფლება აქვს, სისტემის მეშვეობით, დადგენილი წესით, შეამციროს წარდგენილი წინადადების ფას