ამ დადგენილების მიზნებისათვის, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა;
ბ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვა (შემდგომში – შესყიდვა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალებების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტების შესყიდვა;
გ) შესყიდვის საშუალება – ამ წესით განსაზღვრული პირდაპირი შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურები;
დ) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) – შესყიდვის შესაბამისი საშუალების გამოყენების შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ;
ე) სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტი (შემდგომში – ობიექტი) – სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მომსახურება, საქონელი და სამშენებლო სამუშაო;
ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება, როგორც მყარ, ასევე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;
თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ი) მიმწოდებელი – პირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციას აწვდის შესყიდვის ობიექტს;
კ) პრეტენდენტი – ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვაში, ხელშეკრულების გაფორმების უფლების მოპოვების მიზნით;
ლ) პირი – ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე საქართველოს ან უცხო ქვეყნის სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ