1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება;
ბ) ამ წესის დაცვით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვიდან;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესის მოთხოვნები;
ბ) დაიცვას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები;
გ) გადაუხადოს მიმწოდებელს შეთანხმებული საზღაური ხელშეკრულების შესაბამისად;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს პრეტენდენტებს.
3. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა შესყიდვაში და გააფორმოს ხელშეკრულება შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება ხელშეკრულების შესაბამისად;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ან გადაწყვეტილება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესის მოთხოვნები;
ბ) დაიცვას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები;
გ) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებ