სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ობიექტებს, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, შეიძლება მიეკუთვნოს:

ა) სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ობიექტების, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული პენიტენციური დაწესებულებების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე სახელმწიფოს სხვა სტრატეგიული და თავდაცვითი მნიშვნელობის სარეჟიმო შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;

ბ) სამხედრო/თავდაცვის მიზნებისთვის სამხედრო და არასამხედრო ობიექტების, ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, პენიტენციური დაწესებულებების მიზნებისათვის შესაბამისი ორგანოების შეიარაღების, საბრძოლო მასალების, სპეციალური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით აღჭურვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება;

გ) სახელმწიფო მატერიალურ რეზერვებში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვებასთან, მიწოდებასა და შეცვლასთან, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებასა და მოცულობასთან, ასევე ამ საცავების მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული მომსახურება;

დ) სამეცნიერო-კვლევითი მომსახურება, რომელიც ემსახურება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინტერესებს;

ე) სხვა საქონელი, მომსახურება და სამუშაო, რომელიც შეიცავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

თავი III. შესყიდვის საშუალებები და მათი განხორციელე