1. ფასთა გამოკითხვის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძველი და შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად, არ არის მიზანშეწონილი შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოყენება.
2. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ფასთა გამოკითხვის ჩატარების გზით, თუ არ არსებობს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძველი.
3. ფასთა გამოკითხვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ შერჩეულ არანაკლებ 2 პრეტენდენტს უგზავნის წერილობით მოწვევას ფასთა გამოკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
4. ფასთა გამოკითხვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა შესაძლებელია გაეგზავნოს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელსაც აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
5. წერილობითი მოწვევა უნდა შეიცავდეს:
ა) ობიექტთან დაკავშირებულ სრულყოფილ ინფორმაციასა და დეტალურ დავალებას;
ბ) პრეტენდენტის მიერ წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალს, მათი წარდგენის წესსა და პირობებს;
გ) წინადადების გახსნისა და განხილვის დროსა და ადგილს;
დ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
6. პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წინადადებას წარუდგენს, წერილობით მოწვევაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7. განსაზღვრული პირობების შესაბამისად წარდგენილი წინადადებ(ებ)ის პირველად გაცნობასა და განხილვის დაწყებას ესწრებიან შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირ(ებ)ი და სურვილის შემთხვევაში, პრეტენდენტ(ებ)ის წარმომადგენლები (თითო პრეტენდენტიდან არა უმეტეს 2 პირისა). პრეტენდენტ(ებ)ის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შესყიდვის პროცედურების ჩატარება