1. შემსყიდველ ორგანიზაციებს, შეთანხმების საფუძველზე, უფლება აქვთ, შესყიდვა განახორციელონ ერთობლივად (კონსოლიდირებულად).
2. შემსყიდველი ორგანიზაციების შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:
ა) შესყიდვის განხორციელების პირობებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ პირს ან პირთა ჯგუფს;
გ) მითითებას იმ შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია, გამოაცხადოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურები (თუ გამოიყენება შესყიდვის აღნიშნული საშუალება);
დ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პირობებს;
ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების წესს;
ვ) დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
3. ერთობლივი (კონსოლიდირებული) შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესა თუ ის უფლება-მოვალეობა, აგრეთვე რომელი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ აქვს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ესა თუ ის უფლება-მოვალეობა.
4. შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ერთობლივი (კონსოლიდირებული) შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან ხელშეკრულება გააფორმონ ცალ-ცალკე.