1. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახურის ფუნქციებია:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით, ბაზრის კვლევა;
ბ) კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შემუშავება;
დ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
ე) ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა;
ზ) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება;
თ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციული პროცედურების განხორციელება;
ი) კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;
კ) შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/სამსახურის წარმომადგენლობა;
ო) უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
პ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
ჟ) კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მითითებების შესრულება.
2. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.
3. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამსახურში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამსახურისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ზ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს;
ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
5. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
ა) იკვლევს ბაზარს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით;
ბ) მონაწილეობას იღებს შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვაში;
გ) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტს;
დ) განათავსებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებულ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით ურთიერთობა აქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან;
ზ) ასრულებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებს, ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს;
თ) ახორციელებს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ პროცედურებს;
ი) მონიტორინგს უწევს, აანალიზებს და აფასებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობას;
კ) კონტროლს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.
6. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:
ა) იკვლევს ბაზარს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით;
ბ) მონაწილეობას იღებს შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვაში;
გ) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტს;
დ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებაში;
ე) მონაწილეობას იღებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით ურთიერთობა აქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან;
ზ) ასრულებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებს, ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს;
თ) ახორციელებს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ პროცედურებს;
ი) მონიტორინგს უწევს, აანალიზებს და აფასებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობას;
კ) კონტროლს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ო) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.
7. კონსოლიდირებული ტენდერების სამსახურის სპეციალისტი:
ა) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით ბაზრის კვლევაში;
ბ) მონაწილეობას იღებს შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვაში;
გ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადებაში;
დ) მონაწილეობას იღებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების განსათავსებლად მომზადებაში;
ე) ასრულებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებს, ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს;
ვ) მონიტორინგს უწევს, აანალიზებს და აფასებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობას;
ზ) კონტროლს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;
ი) საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
კ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.
განცალკევებულად მდგომი თანამდებობე