1. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის ფუნქციებია:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/სამსახურის წარმომადგენლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, მიმწოდებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმების პროცედურებზე კონსულტაციის გაწევა;

ე) გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახური, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამსახურში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამსახურისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს;

ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ა) იხილავს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვას, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს მისი დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილებას;

ბ) ადგენს გადაწყვეტილების პროექტს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

7. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის სპეციალისტი:

ა) იხილავს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვას, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს მისი დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილებას;

ბ) ადგენს გადაწყვეტილების პროექტს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი X

ანალიტიკური სამსახუ