1. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების (ePLAN) მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;
გ) კონკურსის მეშვეობით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;
თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;
ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს;
ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;
გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი:
ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს;
ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;
გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
იურიდიული დეპარტამენ