1. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.
2. თავმჯდომარის მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ამ ერთეულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას.
3. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის საზედამხედველო და საკოორდინაციო სფეროები ნაწილდება მათი დანიშვნისთანავე, შესაბამისი განკარგულებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
5. თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის დავალებით თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის სხვა მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის ყველა სხვა მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის (რომლის მოვალეობაც უნდა შესრულდეს) ერთ-ერთი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს თავმჯდომარე. ამავდროულად, თავმჯდომარეს უფლება აქვს, თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თვითონ შეითავსოს ამ მოადგილის უფლებამოსილება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენ