1. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრალიზებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების სრული მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

ვ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) მონიტორინგს უწევს ცენტრალიზებულ შესყიდვებსა და ელექტრონულ ტენდერებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) მონიტორინგს უწევს ცენტრალიზებულ შესყიდვებსა და ელექტრონულ ტენდერებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებ