1. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს ერთობლივად.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი ელექტრონული ტენდერი ტარდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:
ა) მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს ერთობლივი სატენდერო პირობები;
ბ) მითითებას შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც უფლებამოსილია, ჩაატაროს ერთობლივი ელექტრონული ტენდერი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია შეიცავდეს დამატებით პირობებს, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
6. ერთობლივი ელექტრონული ტენდერის ჩატარების მიზნით შესაძლებელია შეიქმნას ერთობლივი სატენდერო კომისია.
7. ერთობლივი სატენდერო პირობებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების პროექტიდან) მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, თუ რომელ შემსყიდველ ორგანიზაციას განეკუთვნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლება-მოვალეობ