1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მიმწოდებლისგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურებისა.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან. არ დაიშვება არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი მიმწოდებლის მონაწილეობა ალტერნატიული შესყიდვის პროცედურებში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე არსებული (ძირითადი) საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ მიმწოდებელ