1. ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს:

ა) ელექტრონული ტენდერის ჩატარებისთვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით SPA;

ბ) ამ წესის 39-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით NAT;

გ) ამ წესის მე-40 მუხლის შესაბამისად, სამუშაოს შესყიდვის მიზნით. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით DAP;

დ) ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. ამ მეთოდით ჩატარებული ელექტრონული ტენდერი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით MEP. ელექტრონული ტენდერი ორ ეტაპად ტარდება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანების შესაბამისად.

2. ელექტრონული ტენდერის შესაბამისი მეთოდით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისი