1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადოს ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

3. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე.

4. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).

5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება ელექტრონული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე ან იღებს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

6. ელექტრონული ტენდერის ელექტრონული ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, დამატებითი რაუნდების გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისა