1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და დადგენილი წესით აიტვირთოს სისტემაში ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. დაუშვებელია ხელშეკრულების შეცვლა, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.
4. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.