1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის ფუნქციაა მისაწოდებელი/მიწოდებული საქონლის, გასაწევი/გაწეული მომსახურების ან შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოს რაოდენობის/მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტს მიიღებს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე.

4. ხელშეკრულების პირობების შესრულება შესაძლებელია გაკონტროლდეს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის/მათ შრომის ანაზღაურებასა და ხარჯებს უზრუნველყოფს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება მიმწოდებელ