1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში. წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ პრეტენდენტს უფლება აქვს, ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წარდგენილი წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

2. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ძირითადი დროის დასრულებისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე.

3. ძირითადი დროის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).

4. ძირითადი დროის დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში), რომლის ვინაობა და სატენდერო წინადადება საჯარო ხდება კონსოლიდირებული ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-17 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისა