1. სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია.

2. სატენდერო პირობების პროექტს შეიმუშავებს, სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს, დამტკიცებულ სატენდერო პირობებს სისტემაში განათავსებს და კონსოლიდირებულ ტენდერს აცხადებს სააგენტო.

3. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი უნდა განთავსდეს სისტემაში სატენდერო პირობებთან ერთად.

4. სატენდერო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ტიპს (რომელი მეთოდით ტარდება კონსოლიდირებული ტენდერი);

ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;

გ) ტენდერის სტატუსს;

დ) შესყიდვის გამომცხადებელს;

ე) კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ვ) სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ზ) სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

თ) შესყიდვის დაფინანსებას (შესყიდვის წელი);

ი) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;

კ) მითითებას, სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დღგ-ის გარეშე თუ მისი ჩათვლით;

ლ) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს;

მ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიეთითება მისი მომდევნო ზედა იერარქიული დონე);

ნ) შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობას/მოცულობას;

ო) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;

პ) ბიჯის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);

ჟ) იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სატენდერო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

6. სატენდერო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს სატენდერო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.

7. სატენდერო განცხადებაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და ბიჯის ოდენობა შესაძლებელია მითითებულ იქნეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

8. სატენდერო განცხადებასთან ერთად აუცილებელია სისტემაში განთავსდეს სატენდერო დოკუმენტაცია.

9. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრეს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება;

ბ) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

გ) მეთოდ(ებ)ს ან/და პირობას/პირობებს, რომლ(ებ)ითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება;

დ) შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობას ან მომსახურების საორიენტაციო მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას;

ვ) ელექტრონული გარანტიის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ნიმუშის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

თ) შერჩევა-შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენის წესს;

ი) ხელშეკრულების პროექტს;

კ) ხელშეკრულების დადების წესს;

ლ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებასა და პროცედურას;

მ) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

10. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, წინადადებების მიღების დაწყებამდე შეცვალოს სატენდერო პირობები. დაუშვებელია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

11. სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვი