1. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო პირობები ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე. დაუშვებელია ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
2. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდგომ დაუშვებელია სატენდერო პირობების შეცვლა, გარდა ამ წესის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
3. სატენდერო პირობებში ცვლილება შეიტანება სატენდერო პირობების დამტკიცებისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
4. სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სატენდერო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ სატენდერო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადის გაზრდა