1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გაგრძელების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ელექტრონული ტენდერ(ებ)ის შეწყვეტის საჭიროების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ ელექტრონულ ტენდერ(ებ)თან დაკავშირებით, რომელშიც/რომლებშიც სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან და ელექტრონული ტენდერ(ებ)ისთვის მინიჭებულ ტენდერის სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ასეთ მითითებას შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სააგენტოს ვებგვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებისთანავე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს რეგისტრირებულ მომხმარებლებს სისტემური შეტყობინების მეშვეობი