1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის სათანადო პერიოდით გაგრძელების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)თან დაკავშირებით, რომელშიც/რომლებშიც სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან ან/და კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ისთვის მინიჭებულ სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი, თუ ასეთ მითითებას შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სააგენტოს ვებგვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებისთანავ