1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.
2. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილს ხელს აწერენ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირები, აგრეთვე სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პროცესში.
4. კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად. ამასთან, თუ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას პრეტენდენტების ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ პრეტენდენტთან მიმართებით, ამ პრეტენდენტის ვინაობის განსაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის, ინსპექტირებისა და კონტროლის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, აღნიშნულ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც სატენდერო კომისიის ან სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, იმავე მიმწოდებლის (პრეტენდენტის) მიმართ უკვე დადასტურებული აქვს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას.
6. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთა