1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, კანონის მე-8 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტების თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა იყოს დაცული კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.
2. თუ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.
3. ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილს ხელს აწერენ აგრეთვე სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცესში.
4. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.
5. თუ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას პრეტენდენტების ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ პრეტენდენტთან მიმართებით, ამ პრეტენდენტის ვინაობის განსაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან ერთა