1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს ელექტრონული ტენდერი კანონის 23-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დადგენილი წესით.
2. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. სატენდერო კომისია ვალდებულია, შეწყვიტოს ელექტრონული ტენდერი ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაშ